Menu
მთავარი
სახელმძღვანელო
თეორია
კონსპექტი
ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
ტერმინები
ზოგადი ფიზიკა
საინტერესო
ფიზიკოსები
კითხვა–პასუხი
საიტის შესახებ
შეკითხვის დასასმელად გთხოვთ,
შეხვიდეთ სისტემაში
ან
გაიაროთ რეგისტრაცია
37
38
...
40
41
42
43
44
...
46
1) 60მ/წმ სიჩქარით მოძრავმა 5ტ მასის თვითმფრინავმა გამორთული ძრავით 500მ სიმაღლიდან დაიწყო დაშვება. დაჯდომისას მისი სიჩქარის მოდული იყო 25მ/წმ.განსაზღვრეთ ჰაერის წინააღმდეგობის ძალის მუშაობა თვითმფრინავის პლანირებისას. 2) გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებულ 1კგ მასის ხის ძელს 800მ/წმ სიჩქარით მოხვდა და მეორე მხარეს 200მ/წმ სიჩქარით გამოვარდა 2გ მასის ტყვია. განსაზღვრეთ ძელში ტყვიის მოძრაობისას გამოყოფილი სითბური ენერგია. წინასწარ დიდი მადლობა
R რადიუსიანი ლითონის ბირთვი დამიწებულია.ბირთვის ცენტრიდან L>R მანძილზე მოათავსეს q წერტილოვანი მუხტი.განსაზღვრეთ ბირთვის ზედაპირზე ინდუცირებული მუხტი.
ჯერ შეაფასეთ შემდეგ განსაზღვრეთ, ასროლიდან დროის რომელ მომენტში და რა სიმაღლეზე გაუტოლდება 10მ/წმ სიჩქარით ასროლილი სხეულის კინეტიკური და პოტენციური ენერგიები ერთმანეთს? წინასწარ დიდი მადლობა
გვაქვს F ფოკუსური მანძილის შემკრები ლინზა.სად უნდა მოვათავსოთ სინათლის წერტილოვანი წყარო,რომ მანძლი წყაროსა და მის გამოსახულებას შორის უმცირესი იყოს?
ლითონის რგოლი მოთავსებულია მისი სიბრტყის მართობულ ერთგვაროვან მაგნიტურ ველში.როდესაც რგოლი 60 გრადუსით მოაბრუნეს მისი დიამეტრის გასწვრივ გაიარა (ღერძის გარშემო) q მუხტმა.რა მუხტი გაივლიდა თუ იგივე დროში რგოლს 180 გრადუსით შემოვატრიალებდით?
ჯოუ-ლენცის კანონი რომელი ფორმულით გამოისახება?
ხის ძელაკი ბიძგით გაასრიალეს მაგიდის ჰორიზონტალურ ზედაპირზე გარკვეული სიჩქარით, რის შემდეგაც ძელაკი S მანძილზე T დროში გაჩერდა. შეგიძლიათ ამიხსნათ რატომ უდრის ხახუნის კოეფიციენტი µ=ma/mg=a/g. a - მოდულშია. მადლობას გიხდით წინასწარ.
გვაქვს ერთი და იმავე მასის რამოდენიმე სპილენძის გამტარი.როგორაა მოცემულ პირობებში დამოკიდებული გამტარის წინაღობა მის L სიგრძეზე.
გამარჯობა,ამოცანაში მოცემული მაქვს ტრაქტორის მასა,ხახუნის კოეფიციენტი და უნდა ვიპოვოთ ძრავას მიერ შესრულებული მუშაობა განსაზღვრულ მანძილზე.მაინტერესებს,გამოთვლისას ხახუნის ძალა რამენაირად უნდა გავითვალისწინო? თუ კი,როგორ? წინასწარ მადლობა.
H სიმაღლის ნახევარსფეროს ფორმის ჯამის ზედა მოპირდაპირე მხარეებიდან ერთდროულად უსაწყისო სიჩქარით იწყებს სრიალს 3m და m მასის სხეულები.დაჯახებისას ისინი მიეწებენ ერთმანეთს.რა მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლას შეძლებენ ერთად?
2m მასის სხეული ძაფითაა დაკიდებული ჭერზე.სხეულზე მიამაგრეს მსუბუქი ზამბარა,რომალზედაც დაკიდებულია m მასის სხეული.თავდაპირველად სხეულები უძრავია.ძაფი გადაწვეს.რისი ტოლია უშუალოდ გადაწვის შემგეგ ქვედა და ზედა სხეულთა აჩქარებები.
სიტყვა არის ჩასასმელი : პარაელური შეერთების დროს ძაბვა წრედის ნებისმიერ წერტილში................... , დენის ძალა ................ , წინაღობა ..................
როგორ იცვლება ჰაერიის მოცულობა გათბობისას , სიმკვრივე?
p1 სიმკვრივის სხეული მოცულობის 1/3 – ით წყალში ჩაძირული ტივტივებს, ხოლო p2 სიმკვრივის სხეული ცურავს წყალში. რისი ტოლია მეორე სხეულის სიმკვირივის შეფარდება პირველი სხეულის სიმკვირვესთან? მადლობას გიხდით წინასწარ.
4 მ/წმ სიჩქარით მოძრავი 1 კგ მასის სხეული შეეჯახა 5 კგ მასის უძრავ სხეულს. შეჯახების შემდეგ მან გააგრძელა მოძრაობა 3მ/წმ სიჩქარით თავდაპირველი სიჩქარის მართობული მიმართულებით. რა სიჩქარე შეიძინა 5 კგ მასის სხეულმა? მადლობა წინასწარ.
5კგ მასის სხეული დევს ჰორიზონტალურ ზედაპირზე. სხეულსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოეფიციენტია 0,6. სხეულს მოსდეს 26 ნ ჰორიზონტალურად მიმართული ძალა. რისი ტოლია სხეულიდან საყრდენ ზედაპირზე მოქმედი ძალა?
L სიგრძის ერთგვაროვანი ბაგირი თანაბრად იყო გადაკიდებული ლურსმანზე. ბაგირის ერთ-ერთი ბოლო ოდნავ დასწიეს ქვევით და ხელი გაუშვეს. ბაგირმა მოძრაობა დაიწყო. რა სიჩქარე ექნება ბაგირს ლურსმნიდან მთლიანად ჩამოსრიალების მომენტში? (ხახუნი უგულებელყავით). მადლობას გიხდით წინასწარ......
სხეული მოძრაობდა წრფივად მუდმივი სიჩქარით. მასზე 2 წმ-ის განმავლობაში იმოქმედა მოძრაობის მიმართულების მართობულმა 3 ნ-ის ტოლმა ძალამ. ამის შედეგად სხეულის იმპულსი 10 კგ*მ/წმ-ის ტოლი გახდა. რისი ტოლი იყო სხეულის საწყისი იმპულსი? იმ ბმულში, რომელზეც მიმითითეთ განხილულია მოძრაობის საწინააღმდეგოდ მიმართული ძალა, აქ კი მოძრაობის მიმართულების მართობული ძალა. ეს განსხვავებას არ იძლევა?
ორი თანამგზავრი ბრუნავს დედამიწის გარშემო. პირველი თანამგზავრის ორბიტის რადიუსი k - ჯერ მეტია, ვიდრე მეორე თანამგზავრის ორბიტის რადიუსი: R1/R2=k. რისი ტოლია პირველი თანამგზავრის სიჩქარის შეფარდება მეორის სიჩქარესთან v1/v2? მადლობას გიხდით წინასწარ.
რა გზით გადაეცემა მზიდან დედამიწას სითბო? მადლობა წინასწარ :)
ძიება
მოძებნე!
Log in
Register
Login to your account
ჯერ არ გაქვს ანგარიში?
დარეგისტრირდი ახლა!
Sign in using your account with:
Username *
პაროლი *
დამიმახსოვრე
დაგავიყდა შენი პაროლი?
დაგავიყდა შე?ნი მომხმარებლის სახელი?
Create an account
Sign in using your account with:
ასტერიწსით (*) მონიშნული ველების შევსება აუცილებელია.
Name
*
Username
*
Password
*
Confirm Password
*
Email Address
*
Confirm Email Address
*
Captcha
*
Register
კითხვა–პასუხი
. გთხოვთ ამოხსენით:q=3მიკროკულონი.R=10კმ.ა უნდა ვიპოვოთ E? ანუ ვიცი რომ E=K*q/Rკვადრატთან. მაგრამ ვერ ჩავსვი რაღაცნაირად არ გამოდის. აუუუ ძაან გთხოვტ ამოხსენით რააააა. <3
გამარჯობა,ამოცანაში მოცემული მაქვს ტრაქტორის მასა,ხახუნის კოეფიციენტი და უნდა ვიპოვოთ ძრავას მიერ შესრულებული მუშაობა განსაზღვრულ მანძილზე.მაინტერესებს,გამოთვლისას ხახუნის ძალა რამენაირად უნდა გავითვა........
დიდი მადლობა წინასწარ დედამიწის მაგნიტურ ველში როგორ უნდა ვამოძრაოთ მავთულის შკრული მართკუთხედი რომ მასში დენი აღიძრას?
გამარჯობა ) უმნიშვნელო ხახუნისას მოცემული სიმაღლის დახრილი სიბრტყის სიგრძის გადიდებით, იმ ძალის მოდული, რომლითაზ სხეულს თანაბრად ვამოძრევებთ ზევით იზრდება მცირდება არ იცვლებ........