Menu
მთავარი
სახელმძღვანელო
თეორია
კონსპექტი
ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
ტერმინები
ზოგადი ფიზიკა
საინტერესო
ფიზიკოსები
კითხვა–პასუხი
საიტის შესახებ
შეკითხვის დასასმელად გთხოვთ,
შეხვიდეთ სისტემაში
ან
გაიაროთ რეგისტრაცია
36
37
38
...
40
41
42
43
44
...
გამარჯობა იქნება ამ ორი ამოცანის ამოხსნასჰი დამეხმაროოთ :( 1.200გრ მასის სხეული ირხევა 40 და 80 ნ/მ სიხისტის ზამბარებზე. განსაზღვრეთ სხეულების წონასწორობის მდებარეობებიდან 1სმ-ით დაწეულ ზამბარებში აღძრული დრეკადობის ძალის მოდულები.(ვერ ვხვდები რას ნიშნავს 1სმ.-ით დაწეული ზამბარა, მე ჩამოვქაჩე და გავაჩერე ასეთ მდგომარეობაში თუ როგორ :( იქნება ამიხსნათ რას ნიშნავს და რანაირად ამოვხსნა :( 2.რა მასის სხეული უნდა დავკიდოთ ზამბარიან ქანქარაზე რომ მან 20 წამში 25 რხევა შეასრულოს, თუ ზამბარის სიხისტე........
განსაზღვრეთ სიმძიმის ძალის მუშაობა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის წრიულ ორბიტაზე მოძრაობისას
განსაზღვრეთ 1მ სიგრძის მათემატიკური ქანქარას რხევის პერიოდი ვაგონში,რომელიც მოძრაობს:1.ჰორიზონტალურად 5მ/წმ2 აჩქარებით.2.ჰორიზონტალურ სიბრტყეში უხვევს 5მ/წმ2 აჩქარებით.
ბიჭმა გადაცურა 24 მეტრი სიგრძის ჩქარი მდინარე უმოკლესი შესაძლო გზით. ბიჭის ცურვის სიჩქარე წყლის მიმართ არის 0.6 მ/წმ. მდინარის დინების სიჩქარე 1 მ/წმ. რა დრო მოანდომა ბიჭმა მდინარის გადაცურვას.
გამარჯობა. არსებობს ასეთი ფორმულა შეკუმშული აირის გაფართოებისას შესრულებული სამუშაოს გამოსათვლელად. აირის საწყისი მოცულობა V1 არის 0.025მ3 ან 25 ლიტრი, საბოლოო მოცულობა V2 არის 5მ3 ან 5000 ლიტრი. აირის წნევა არის 20 მეგპა ან 200 ბარი. ვერაფრით ვერ ამოვხსენი ეს განტოლება. ვღებულობ არამართებულ მონაცემებს. სხვა ფორმულებით მიღებული შედეგის გათვალისწინებით ვღებულობ 1-3 მეგჯ სამუშაოს. დაახლოებით ამ ფარგლებში უნდა მერყეობდეს ეს ფორმულაც. დიდად მადლობელი დაგრჩებით ........
გამარჯობა,ამ ორ ამოცანას ვერ ვხსნი და ძალიან, ძალიააააან გთხოვთ დამეხმაროთ :(. ორი ერთნაირი პატარა გამტარი ბურთულა, რომელთა შორის მანძილი 10სმ-ია,მიიზიდებიან 5.0*10-5ნ ძალით. თუ ბურთულებს ერთმანეთს შევახებთ და შემდეგ იმავე მანძილით დავაშორებთ, ურთიერთქმედების ძალა 4*10-5ნ-ის ტოლი გახდება. განსაზღვრეთ ბურთულის მუხტები. 0.2მ-ით დაშორებული ორი პატარა, ერთნაირი დამუხტული ბურთულა მიიზიდება 4*10-3ნ ძალით. ბურთულების შეხების და იმავე მანძილით დაშორების შემდეგ მათ ერთმანეთი განიზი........
გამარჯობა, იქნება დამეხმაროთ; მათემატიკური ქანქარას რხევის პერიოდი არის თუ არა დამოკიდებული ამპლიტუდაზე? და როგორ არის დამოკიდბული რხევის პერიოდი ბურთულის მასაზე? ქანქარას სიგრძეზე? საუბარია მათემატიკურ ქანქარაზე გთხოვთ დამეხმარეთ რაა რაღაც მოსაზრებები კი მაქვს მაგრამ მაინცდამაინც სწორად ვერ ვხსნი :/
გამარჯობათ, მაინტერესებს რა ხდება როდესაც მეტეორი ეცემა დედამიწას, ანუ როდესაც დედამიწას უახლოვდება მისი კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება თუ არა პოტენციურად ? როდესაც უკვე ატმოსფეროში შევა მიზიდულობის ძალაც ხომ მოქმედებს და აჩქარებას ანიჭებს, ანუ პოტენციური ენერგიით გამოითვლება მეტეორის ენერგია თუ კინეტიკურით ?
გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ :/ დენის მიმართულებად დადებითად დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის მიმართულებაა მიღებული სინამდვილეში კი უარყოფითი ნაწილაკების მოძრაობის მიმართულება აქვს; ამოცანებში რომელი გამოვიყენო, რაც მიღებულია თუ რაც სინამდვილეშია?(როცა ამოცანაში არ გვაქვს მოცემული მითითება ამის შესახებ. მადლობა წინასწარ <3
წვიმის წვეთი რომელსაც +6.72 გამრავლებული 10 ხარისხად -17 კ მუხტი ჰქონდა,შეერთდა წვეთთან რომლის მუხტი -10,08 გამრავლებული 10 ხარისხად -17 კ-ის ტოლი იყო. როგორი იქნება მიღებული წვეთის მუხტი? რამდენი ზედმეტი ელექტრონი იქნება ასეთ წვეთზე?
ფარდობითია თუ არა სხეულის მოძრაობის ტრაექტორია და გავლილი მანძილი?
ამწეს 3000კგ მასის ტვირთი 20მ სიმაღლეზე ააქვს, შემდეგ 10მ მანძილზე ტვირთს ჰორიზონტალურად გადაადგილებს და 5 მ ქვევით უშვებს.გამოთვალე რა სიდიდის მუშაობას ასრულებს ამწე?(მექანუკური მუშაობა). Gtoxvt Gamecit pasuxi
es Ver gavige "mighebulia,rom im dzalis mushaba,romlis mimartuleba emtxveva sxeulis modzraobis mimartulebas,an mastan maxvil kutxes qmnis ,dadebitia. Im dzalisa ki,romelic moqmedebs sxeulis modzraobis ssapirispirod,an mastan blagv kutxes qmnis -uaryofitia! Rogor qmnis Mart,maxvil da blagv kutxes ver gavige
სხეულს თანაბრად მიასრიალებენ ქვევიდან ზევით 300-იანი კუთხით დახრილ სიბრტყეზე. ხახუნის კოეფიციენტი 0,4-ია. ჩათვალეთ, რომ რეაქციის ძალა N=5mg/6 და იპოვეთ დახრილი სიბრტყის მქ. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით.
რას ეწოდება თბოგამტარობა?
m მასის მქონე ორი სხეული გარკვეულ მანძილზე ერთმანეთს მიიზიდავენ F ძალით. რისი ტოლი გახდება თითოეულ სხეულზე მოქმედი ძალა, თუ მათ შორის ზუსტად შუაში მოვათავსებთ მესამე, ასევე m მასის სხეულს? მადლობას გიხდით წინასწარ.
12ვ ძაბვის წრედში მიმდევრობით ჩართულია 360ომ და 200ომ წინაღობის რეზისტორები. მეორე მათგანს პარალელურად მიუერთეს 300ომ წინაღობის ვოლტმეტრი. რისი ტოლი იქნება ვოლტმეტრის ჩვენება? მადლობა წინასწარ
12 ვ ემ ძალის დენის წყაროსთან მიერთებულ 4 ომი წინაღობის გამტარში დენის ძალაა 2 ა. რისი ტოლი იქნება მოკლე ჩართვის დენი? მადლობას გიხდით წინასწარ.
უკაცრავად და ბოლო ამოცანაში(ლითონის რგოლზე) კარგად ვერ გავიგე როგორ მიიღეთ ტოლქმედი ძალის მოდული?
ელექტრულმა ძალებმა ლითონის რგოლი გაწყვიტეს,როცა ის დავმუხტეთ Q მუხტით.იგივე ლითონისაგან დაამზადეს რგოლი,რომლის ზომაც 2-ჯერ მეტია.რა მუხტი გაწყვეტს ახალ რგოლს?
ძიება
მოძებნე!
Log in
Register
Login to your account
ჯერ არ გაქვს ანგარიში?
დარეგისტრირდი ახლა!
Sign in using your account with:
Username *
პაროლი *
დამიმახსოვრე
დაგავიყდა შენი პაროლი?
დაგავიყდა შე?ნი მომხმარებლის სახელი?
Create an account
Sign in using your account with:
ასტერიწსით (*) მონიშნული ველების შევსება აუცილებელია.
Name
*
Username
*
Password
*
Confirm Password
*
Email Address
*
Confirm Email Address
*
Captcha
*
Register
კითხვა–პასუხი
უკვე მეორედ გაწუხებთ მაგრამ რა ვქნა ძალიან მჭირდება ამ ამოცანის გამოყვანა მინდა ოღონდ თუ არის ისეთი ხერხი რომ ტრიგონომეტრიული ფინქციების გარეშე გამოვიყვანოთ, იმიტომ რომ ეს ჯერ არ გვისწავლია შ........
გიორგი ჩხიკვაძე; მდინარე მიედინება v სიჩქარით და მიაქვს ყინულის ნატეხები. მდინარის ნაპირები ერთმანეთის პარალელურია. ყინულის ყველა ნატეხი ერთნაირი h სიმაღლისაა. ისინი თანაბრადაა განაწილებული წყლის ზ........
გამარჯობათ. ინდუქციურობის თვისების შესწავლისას გაკვეთილში ეწერა: "დენის მიერ შექმნილი მაგნიტური ველის B ინდუქციის მოდული პროპორციულია დენის ძალის." არადა ამპერის ძალის შესწავლისას ვისწავლეთ ........
ბატონო ოლეგ, პაწაწინა შეკითხვები მაქვს თქვენთან:1. ეს მე დავხაზე და აჩქარება სწორია(მიმართულება და სიდიდე)?? 2.წინააღმდეგობის ძალა სხეულის სიჩქარეზე როგორაა დამოკიდებული??(ჩემი აზრით რაც ........