Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

მაგნეტიზმი

– მოვლენათა ერთობლიობა, რომელიც ელექტრულ დენებს, ელექტრულ დენებსა და მაგნიტებს შორის, მაგნიტებს შორის ურთიერთქმედებასთანაა დაკავშირებული.  ნივთიერებაში მიმდინარე ყველა ფიზიკუ-ქიმიურ პროცესებში ვლინდება. განსაზღვრავს ძირითად ასტროფიზიკურ და გეომაგნიტურ მოვლენებს (აფეთქებებს მზეზე, მაგნიტურ ქარიშხლებს, რადიოკავშირის დარღვევებს და ა.შ.).

მაგნეტიკები

- ნივთიერებები, რომლებსაც მაგნიტურ ველში დამაგნიტების, ე.ი. საკუთარი მაგნიტური ველის შექმნის  უნარი აქვთ. იხ. დიამაგნიტიზმი, პარამაგნიტიზმი, ფერომაგნიტიზმი, ფერიმაგნიტიზმი.

მაგნიტი

- დამაგნიტებული ე.ი. მაგნიტური ველის შემქმნელი სხეული. მაგნიტის თვისებები ზოგიერთ მინერალს გააჩნია  (მაგ., მაგნიტური რკინა), დამაგნიტებულ მაგნიტურ მასალას (მუდმივი მაგნიტი) და ელექტრომაგნიტებს.

მაგნიტური დიპოლი

– ელექტრული დენი, რომელიც ისეთ ჩაკეტილ კონტურში (ხვიაში) გადის რომლის ზომების მცირეა მაგნიტური ველის განსახილველ წერტილებს შორის მანძილთან შედარებით.  გარე მაგნიტური ველი მაგნიტურ დიპოლზე მაორიენტირებელ მოქმედებას ახდენს.

მაგნიტური ველი

- ელექტრომაგნიტური ველის გამოვლინების ერთ-ერთი ფორმა. მოქმედებს მხოლოდ მოძრავ ელექტრულ მუხტზე (დამუხტულ სხეულზე), დენიან გამტარებზე და ნაწილაკებზე ან სხეულებზე, როლებსაც მაგნიტური მომენტი გააჩნიათ და ამავე ობიექტებითვე იქმნება. მაგნიტური ველის რაოდენობრივი დახასიათებისათვის  გამოიყენევბა სიდიდეები მაგნიტური ველის ინდუქცია, მაგნიტური ნაკადი და სხვა. 

  1. მაგნიტური ველის ძალწირები
  2. მაგნიტური ინდუქცია
  3. მაგნიტური ინდუქციის წირები
  4. მაგნიტური მომენტი

Page 54 of 103

  • 49
  • 50
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58

კითხვა–პასუხი


მოგესალმებიტ პატივცემულო ისევ მე და ისევ მე :D რაღაც კითხვა გამიჩნდა თვითონ მოვიფიქრე პასუხი მაგრამ არ ვიცი რამდენად სწორია იქნებ  შემიმოწმოთ :D ავიღოთ რაღაც დისკო რომელზეც დევს A ნაწილაკი ........
ბიჭმა ვერტიკალურად ააგდო 100გ მასის ბურთი და დაიჭირა ასროლის წერტილში, ბურთის ასვლის სიმაღლე იყო 5მ. იპოვეთ სიმძიმის ძალის მუშაობა ზევითკენ, ქვევითკენ და მთელ გზაზე მოძრაობისას. მადლობა წინასწარ.
ალუმინის ქვაბში რომლის მასა 800 გ-ია, აცხელებენწყალს ადუღებამდე. წყლის მოცულობა 5 ლ-ია, საწყისი ტემპერატურა 10º©. სითბოს რა რაოდენობა იხარჯება წყლის ადუღებაზე? (მადლობა წინასწარ)
რა უპირატესობა აქვს ნახევარგამტარულ მოწყობილობას ძაბვასთან მომუშავეებთან მიმართებაში?
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS