Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

ინფრაწითელი გამოსხივება

 - 0,74 მკმ-დან 1-2 მმ ტალღის სიგრძის ელექტრომაგნიტური გამოსხივება. ასხივებს აბსოლუტურ ნოლზე მაღალი ტემპერატურის მქონე ყველა სხეული (სითბური გამოსხივება). 

იონები

- ელექტრულად დამუხტული ატომები ან ატომთა ჯგუფები, რომლებიც ელექტრონების (ან სხვა დამუხტული ნაწილაკების) დაკარგვის ან შეერთებით წარმოიქმნება. დადებითად დამუხტულ იონებს კათიონებს უწოდებენ, უარყოფითად დამუხტულს - კი ანიონებს.

იონიზაცია

- აირის ატომის ან მოლეკულისაგან ერთი ან რამდენიმე ელექტრონის მოწყვეტა. მიმდინარეობს ელეტრომაგნიტური გამოსხივების მოქმედების შედეგად; ელექტრონების, იონების ან სხვა ატომების დაჯახებისას. იწვევს იონების წარმოქმნას. 

იონიზირებადი გამოსხივება

 - ელემენტური ნაწილაკებისა და ელექტრომაგნიტური გამოსხივების ქვანტების ნაკადები, რომელთა გავლა ნივთიერებაში  იწვევს ატომების იონიზაციას და ატომების ან მოლეკულების აღგზნებას.

იუნგის მოდული

ფიზიკური სიდიდე, მუდმივაა მოცემული მასალისთვის, ჰუკის კანონში წარმოადგენს პროპორციულობის კოეფიციენტს მექანიკურ დაძაბულობასა და ფარდობითობით წაგრძელებას შორის: \(\sigma =E\left | \varepsilon \right |\). იუნგის მოდული Е ტოლია მექანიკური დაძაბულობისა, რომელიც დეფორმირებულ სხეულში წარმოიქმნება მისი სიგრძის 2-ჯერ გაზრდისას. SI-ში ერთეული არის – პასკალი.

  1. იუნგის მოდული
  2. იძულებითი გამოსხივება
  3. იძულებითი რხევები
  4. კათიონი

Page 46 of 103

  • 41
  • 42
  • 43
  • 44
  • 45
  • 46
  • 47
  • 48
  • 49
  • 50

კითხვა–პასუხი


განსაზღვრეთ A და C წერტილებში დამაგრებული 10 და 20 ნკ წერტილოვანი მუხტების შემაერთებელი მონაკვეთის შიგნით B წერტილში მოთავსებული 2 ნკ მუხტზე მოქმედი ძალები და მათი ტოლქმედი. თუ AC=30სმ,AB=10........
M/m        რა ფარდობისათვის დარჩება სისტემა წონასწორობაში?
გამარჯობათ ვერ გავიგე ეს ამოცანა და შეგიძლიათ დამეხმაროთ? რა სიმაღლიდან უნდა დაეშვას ველოსიპედისტი რომ შემოწეროს "მკვდარი მარყუჟი" რომლის რადიუსი 6მ-ია.ხახუნს და ჰაერის წინაღობას ნუ გაითვ........
გამარჯობა ბატონო ოლეგ ...შეგიძლიათ შემდეგი ამოცანის ამოხსნაში დამეხმაროთ? დამუხტვის დროს სხეულმა დაკარგა 1,2*1012 ელექტრონი განსაზღვრეთ სხეულის მუხტი  ძალიან მჭირდებ წინასწარ დიდი მადლ........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS