Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

იმპულსის მომენტი (მოძრაობის რაოდენობის მომენტი)

ეს ფიზიკური სიდიდეა, რომელიც მატერიალური წერტილის იმპულსისა და მისი რადიუს-ვექტორის ვექტორული ნამრავლის ტოლია: \(\vec{L}=\vec{p}\times \vec{r}\). მატერიალური წერტილის წრიულ ორბიტაზე ბრუნვის უმარტივეს შემთხვევაში, ის ტოლია L=m×r. სხეულთა ჩაკეტილი სისტემისთვის რჩება მუდმივი (ინახება).

იმპულსის შენახვის კანონი

მექანიკის კანონი: ნებისმიერი ჩაკეტილი სისტემისთვის სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესისთვის იმპულსი რჩება მუდმივი (ინახება) და ურთიერთქმედების შედეგად შეიძლება მხოლოდ სისტემის ნაწილებს შორის მათი გადანაწილდეს.

ინდუქტიური წინაღობა

- ფიზიკური სიდიდე  ХL, რომლის საშუალებითაც იმ წინაღობას აფასებენ, რომელიც ინდუქციურობის მქონე გამტარს გააჩნია ცვლადი დენის წრედში.  სინუსოიდური დენისა და ω კუთხური სიხშირის შემთხვევაში: XL=ωL.  SI-ში ერთეულია - ომი. შეადარე: ტევადობითი წინაღობა, აქტიური წინაღობა.

ინდუქტიურობა

- ფიზიკური სიდიდე, რომელიც ელექტრული წრედის (გამტარის) მაგნიტურ თვისებას ახასიათებს და ტოლია გამტარით შემოსაზღვრული ზედაპირის გადამკვეთი მაგნიტური ინდუქციის ნაკადის ფარდობისა ამ გამტარში დენის ძალისთან. SI-ში ერთეულია ჰენრი. იხ. ელექტრული ტევადობა. 

ინდუქტიურობის კოჭა

– ელექტრული წრედის ელემენტი, რომელიც კონსტრუქციულად იზოლირებული ელექტროგამტარი მასალის  ხვიებიან კოჭას წარმოადგენს. ხასიათდება მნიშვნელოვანი ინდუქციურობით, შედარებით მცირე ტევადობისა და აქტიური წინაღობის პირობებში. რხევითი კონტურის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი.

  1. ინერტულობა
  2. ინერცია
  3. ინერციით მოძრაობა
  4. ინერციის კანონი

Page 44 of 103

  • 39
  • 40
  • 41
  • 42
  • 43
  • 44
  • 45
  • 46
  • 47
  • 48

კითხვა–პასუხი


სინათლის მოქმედებით რატომ იცვლება ნახევარგამტარის წინაღობა,მეტალის კი პრაქტიკულად უცვლელი რჩება?
გამარჯობა, მაინტერესებს ერთნაირია თუ არა თავისუფლად ვარდნილი სხეულის აჩქარება სხვადასხვა ციურ სხეულებზე? რატომ? კიდევ მაინტერესებს თავისუფლად ვარდნილი სხეულის აჩქარება მთვარეზე?
http://imgur.com/a/Mq4jx ძალიან გთხოვთ იქნებ ეს ამოცანა ამოხსნათ
1 ტ მასის ავტომობილის სიჩქარე 30მ|წმ-დან 10მ|წმ-მდე შემცირდა. განსაზღვრეთ ავტომობილზე მოქმედი ძალების ტოლქმედის მუშაობა 
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS