Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

ელექტრული დაძაბულობა

 (ძაბვის ვარდნა) - სკალარული სიდიდე, რომელიც ტოლია გარე და კულონური ძალების ჯამური ველის მიერ წრედის უბანზე მუხტის გადაადგილებისას შესრულებული მუშაობის ფარდობისა ამ მუხტის სიდიდესთან: \(U=\frac{A}{q}\). SI-ში ერთეულია ვოლტი. შეადარე ელექტრომამოძრავებელი ძალა, პოტენციალთა სხვაობა.

ელექტრული დენი

- ელექტრულად დამუხტული ნაწილაკების (ელექტრონების, იონების და სხვა) მიმართული, მოწესრიგებული მოძრაობა. პირობითად, ელექტრული დენის მიმართულებად მიღებულია დადებითი მუხტის მოძრაობის მიმართულება.

ელექტრული დიპოლი

– ორი, მოდულით ერთნაირი და ნიშნის საპირისპირო ელექტრული მუხტი, რომელთა შორის მანძილი (დიპოლის მხარი) ბევრად ნაკლების დიპოლის ცენტრიდან მაგნიტური ველის გავსახილველ წერტილამდე მანძილზე. გარე მაგნიტურ ველში ძალწირების გასწვრივ განლაგდებიან. მაგ. დიპოლად შეძლება ჩაითვალოს წყლის მოლეკულა.

ელექტრული ენერგიის წყაროები

– მოწყობილობები, რომლების ენერგიის სხვადასხვა ფორმას ელექტრულ ენერგიად გადაქმნიან. არსებობს ქიმიური (მაგ., გალვანური ელემენტი) და ფიზიკური (ტერმოელემენტი, აოტოელემენტი, ინდუქციური გენერატოი და სხვა) წყაროები.

ელექტრული ველი

- ელექტრომაგნიტური ველის გამოვლინების ერთ-ერთი ფორმა. მაგნიტური ველისაგან განსხვავებით, ელექტრული ველი მოქმედებს როგორც უძრავ, ასევე მოძრავ ელექტრულ მუხტებზე. წარმოიქმნება ელექტრული მუხტებით ან დროში ცვალადი მაგნიტური ველით.  აღიწერება ელექტრული ველის დაძაბულობითა და პოტენციალით. შეადარე მაგნიტურ ველს.

  1. ელექტრული ველის დაძაბულობა
  2. ელექტრული ველის დაძაბულობის წირები
  3. ელექტრული ველის ძალწერები
  4. ელექტრული იზოლატორი

Page 32 of 103

  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36

კითხვა–პასუხი


შეგაწუხეთ მაგრამ მჭირდება ეს ამოცანა კატერს რომელიც დინების საპირისპირო მიმართულებით მიდის შეხვდა ტივი შეხვედრიდან 35წუთის შემდეგ კატერი მიადგა ნაპირს სადაც დაყოვნდა 25 წუთით ამის შემდეგ კატერი დაბ........
ძალიან მჭირდება პასუხში შეცდომაა და მაინტერესებს როგორ იხნება ის ვიცი რომ პარალელურად უნდა შევაერთო 4 გამტარი მაგრამ რა სიდიდის წინაღობები მაგას ვერ ვითვლი პასუხში წერია 250 ომი ოთხივე გამტარი მა........
ფორიზონტალურ გზატკეცილზე მოდულით 20მ|წმ სიჩქრით და 0,8 მ|წმ2 ცენტრისკენული აცქარებით წრეწირის რკალზე უხვევს ავტომობილი, განსაზღვრეთ მოსახვევის სამრუდის რადიუსი
ბრტყელი კონდენსატორის მუხტია 1,4 x 10^5 CGSE , ფირფიტის ფართობი 2500 სმ^2, დიელექტრიკია მინა. იპოვეთ ველის დაძაბულობა დიელექტრიკში. 
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS