Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

დიაფრაგმა

 - მოწყობილობა, რომელიც ოპტიკურ სისტემაში სინათლის კონის შეზღუდვის ან შეცვლის საშუალებას იძლევა (მაგ., თვალის გუგა, ლინზის ჩარჩო, ფოტოაპარატის ობიექტივის დიაფთაგმა).

დიელექტრიკების პოლარიზაცია

- გარე ელექტრული ველის ზემოქმედებით ელექტრული მუხტების წანაცვლება დიელექტრიკში. წარმოიქმნება იონების ურთიერთწანაცვლებისას, ელექტრონული გარსების დეფორმაციისას ან ელექტრული დიპოლების ორიენტაციისას. ადგილი აქვს, მაგ., აკუმულატორების დამუხტვისას.

დიელექტრიკი

- ნივთიერება, რომელიც დენს პრაქტიკულად არ ატარებს. გამტარებთან შედარებით დიდი კუთრი წინარობა გააჩნია.  შეიძლება იყოს მყარი, თხევადი და აირისებრი. გარე ელექტრულ ველში დიელექტრიკები პოლარიზაციას განიცდის, რაც დიელექტრიკში ელექტრული ველის შესუსტებას იწვევს.

დიელექტრიკული შეღწევადობა

– განზომილების არმქონე ფიზიკური სიდიდე, ტოლია ვაკუუმში ელექტრული ველის Е0 დაძაბულობის მოდულის ფარდობისა ერთგვაროვან დიელექტრიკში ელექტრული ველის E დაძაბულობის მოდულთან:\(\dpi{100} \varepsilon =\frac{E _{0}}{E }\).

დინამიკა

მექანიკის ნაწილი, რომელიც მაკროსკოპული სხეულების მექანიკური მოძრაობის კანონზომიერებებს სწავლობს ურთიერქმედებების ანალიზის საფუძველზე.

  1. დინამიკი
  2. დინამომეტრი
  3. დიოდი
  4. დისლოკაციები

Page 22 of 103

  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26

კითხვა–პასუხი


თუ r რადიუსიანი მარყუჟის შემოწერისას m მასის ბურთულამ ზედა A და ქვედა B წერტილები v სიჩქარით გაიარა.განსაზღვრეთ ძალა, რომლითაც ბურთულა აწვება მარყუჟის ღარს A წერტილებში,B წერტილში.
580 გ ჰაერის ტემპერატურა 10k-ით გაიზარდა. განსაზღვრეთ ჰაერის მიერ შესრულებული მუშაობა, გადაცემული სითბოს რაოდენობა და შინაგანი ენერგიის ცვლილება.(1,7•103ჯ; 5,8•103ჯ; 4,1•103ჯ)
400 გრამი მასის ორი ერთნაირი ბურთულა დაკიდეს ერთნაირი სიგრძის ძაფებით. ერთ წერტილში და დამუხტეს ერთნაირი ნიშნის მუხტით. ბურტულები ერთმანეთს დაშორდნენ 15 სმ, ისე რომ ძაფებს შორის მართი კუთხე შიქმნა,&nb........
რა იგულისხმება ხახუნის ძალის დამოკიდებულებაში ფარდობით სიჩქარეზე, ნებისმიერი სახის ხახუნის ძალაა დამოკიდებული მასზე თუ მხოლოდ რომელიმე კონკრეტული? ხახუნის ძალის შესახებ საიტზე განთავსებულ ინფორმაციას ........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS