ამოცანა 8.1

ω სიხშირის ბრტყელი ჰარმონიული ტალღა ვრცელდება v სიჩქარით მიმართულებით, რომელიც  x, y, z ღერძებთან ადგენს შესაბამისად  α, β, γ კუთხეებს. იპოვნეთ გარემოს x1, y1, z1 და x2, y2, z2 კოორდინატების მქონე წერტილებს შორის ფაზათა სხვაობა.

ამოცანა 8.2

ერთგვაროვან გარემოში ვრცელდება ბრტყელი დრეკადი ტალღა, რომლის გაანტოლება არის ξ = ae-γx(ωt - kx), სადაც a, γ, ω და k — მუდმივებია. იპოვნეთ იმ წერტილებს შორის ფაზათა სხვაობა, რომლებშიც გარემოს ნაწილაკების წანაცვლება ერთმათისგან განსხვავდება  η სიდიდით.

ამოცანა 8.3

იზოტროპული წერტილოვანი წყარო, რომლის ბგერითი სიმძლავრე არის P, მოთავსებულია ღრუ R რადიუსისა და h სიმაღლის მქონე ცილინდრის ცენტრში. ვიგულისხმოთ, რომ ცილინდრის კედლები სრულად შთანთქავს ბგერას და იპოვნეთ ენერგიის საშუალო ნაკადი, რომელიც ეცემა ცილინდრის გვერდითა კედლებს.