ამოცანა 3.1
ჭოჭონაქზე, რომლის მასა და ღერძთან ხახუნი შეიძლება უგულებელიყოს, გადაკიდებულია უჭიმვადი და უწონო ძაფი. ძაფის ბოლებზეებზე ჰკიდია ორი გირი. ნებაზე მიშვებული გირები იწყებენ მოძრაობას. განვსაზღვროთ სისტემის აჩქარება, ძაფების დაჭიმულობის ძალები, ჭოიჭონაქის ღერძზე დაწოლის ძალა, თუ გირების მასებია 1 კგ და 2 კგ.
ამოცანა 3.2
m1=5 კგ მასის ტვირთი, რომელიც უძრავი ღერძის მქონე ჭოჭონაქზე გადადებული უჭიმვადი და უწონო ძაფით დაკავშირებულია მეორე m2 = 1,2 კგ მასის მქონე ტვირთთან, მოძრაობს ქვემოთ დახრილ სიბრტყეზე. ვიპოვნოთ ძაფის დაჭიმულობის ძალა და ტვირთების აჩქარება, თუ ხახუნის კოეფიციენტი პირველ ტვირთსა და სიბრტყეს შორის \(\mu\)= 0,1. სიბრტყის დახრის კუთხე ჰორიზონტთან ადგენს \(\alpha\)=30°. ჭოჭონაქის მასა და ხახუნი ულულებელვყოთ.
ამოცანა 3.3
დიდი სიმაღლიდან ვარდნილი სხეულის \(უ\)\(u\) შემდგარი სოჩქარე (რადგან ჰაერის ხახუნის ძალა სიჩქარის ზრდასთან ერთად იზრდება ამიტომ დგება სიჩქარე, როცა ჰაერის წინააღმდეგობის ძალა აწონასწორებს მიზიდულობის ძალას და ამ მომენტიდან სხეული ამ შემდგარი მუდმივი სიჩქარით აგრძელებს მოძრაობას) არის 80 მ/წმ. განვსაზღვროთ დრო, როცა სიჩქარე აღწევს შემდგარი სიჩქარის ნახევარს. ჰაერის წინაღობის ძალა ჩავთვალოთ სხეულის სიჩქარის პროპორციული. თავისუფალი ვარდნის აჩქარება იყოს 9,8 მ/წმ2 .