შეკითხვის დასასმელად გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია

გამარჯობათ მაინტერესებს ეს ამოცანა: ზამბარა, რომელზეც 3კგ მასის სხეული დაკიდეს  4სმ-ით წაგრძელდა. განსაზღვრეთ ზამბარის გაჭიმვისას შესრულებული მუშაობა. მე ვიფიქრე რომ A = mgh სადაც m = 3კგ h = 0.04მ g = 10    =>     A = 1.2ჯ, h = 0.04მ იმიტომ რომ სხეულიც ჩამოიწეოდა 0.04მ-ით, საბოლოოდ სწორი პასუხი არის 0.6ჯ და ვერ გავიგე რატო იქნება mgh/2?
მოგესალმებით! მაქვს კითხვა მათემატიკურ ქანქარასთან დაკავშირებით.საათის ქანქარას სიგრძე 1მ-ია,დღე-ღამეში ჩამორჩება 1 სთ-ით. როგორ უნდა შევცვალოთ ქანქარას სიგრძე,რომ მან სწორად იმუშაოს?მადლობა წინასწარ!
გამარჯობათ, პასუხს იმავე დღეს სცემთ თუ რამდენიმე დღეში?
გამარჯობათ ერთი ამოცანის პასუხი მაინტერესებს. მე დავწერე კომაროვის მისაღები გამოცდა და იქ იყო ერთი ამოცანა რაშიც მივიღე პასუხი მაგრამ არასწორიაო და ეხლაც მგონია რომ მე ვარ სწორი რადგან ეგეთი ტიპის ამოცანები ამოხსნილი მქონდა. ამოცანა: პასუხი უწერიათ 256 მაგრამ მე მივიღე 128  და ამოვხსენი ესე:   kq/R21 = 1600 kq/R22 = 100            
გამარჯობათ წინა ამოცანა რაც აქ დავწერე ორ ბატარეაზე, ერთნაირი პოლუსებით რომ არიან შეერთებული და მათი ემ ძალებია 2ვ და 1.5ვ ხოლო წინაღობებია 0.6ომი და 0.4ომი და გვანიტერესებდა ძაბვა და დენის ძალა. ძაბვაზე ამოვხსენი მივიღე 1.7ვ მაგრამ ვერ გავიგე როგორ იყვნენ ბატარეები ჩართულები ანუ მიმდევრობით თუ პარალელურად თავიდან მიმდერობით მეგონა და პასუხი პარალელურის დროს გამოდის და გამოვიყენე შემდეგი ფორმულა: ოღონდ აქ ორი ბატარეა გვაქ და მივიღე სწორი პასუხი. (2/0.6 + 1.5/0.4)/(1/0.6 + 1/0.4) = 1.7 ........
გამარჯობათ მაინტერესებს ეს ამოცანა: ფილა ჰორიზონტალურ მდებარეობაში ჩერდება მის ქვემოთ მოთავსებული N რაოდენობის ხვრელიდან გამოსხმული წყლის მძლავრი ვერტიკალური ჭავლებით. ხვრელიდან წყლის გამოსვლის სიჩქარეა V. თითოეული ხვრელის ფართობია S. ფილა ხვრელებთან ახლოსაა. ჭავლი ფილაზე მოხვედრისას ჰორიზონტალურ სიბრტყეში იფანტება. განსაზღვრეთ ფილის მასა. წყლის სიმკვრივეა r. დედამიწაზე თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g. მე ვფიქრობ რომ ძალები უნდა იყოს წყლის და ფირფიტის ერთი და იგივე(ანუ ერთი ძალით უნდა მიაწვ........
გამარჯობათ მაინტერესებს ეს ამოცანა: მიმდევრობით შეერთებული ორი აბაზანიდან ერთი ნიკელის ხოლო მეორე ქრომის მარილითაა სავსე. განსაზღვრეთ რომელ აბაზანაში გაივლის მეტი მუხტი.(ნიკელის ელექტრო ქიმიური ეკვივალენტია 0.30 * 10^(-6), ქრომის ელექტროქიმიური ეკვივალენტია 0.18 * 10^(-6)). და მაინტერესებს, ამ ამოცანაში მიმდევრობით არის შეერთებული და პარალელურის დროს რა იქნებოდა განსხვაავება ამოხსნაში? და კიდე ელექტროქიმიური ეკვივალენტი რა არის და გამტარობა როგორ დავაკავშირო მასთან? | მე როგორც ვიცი ელექტრ........
გამარჯობათ მაინტერესებს ერთი რამ, მე აქ დავწერე ამოცანა ორ დამუხტულ ბურთულაზე და მაინტერესებდა მათი განზიდვის ძალით მათი მაქსიმალური სიჩქარეები და პასუხში დამიწერეთ რომ უნდა დამეწერა ეს განტოლებები: kq1q2/r - Gm1m2/r = m1v12/2 + m2v22/2 m1v1=m2v2 მაგრამ პასუხი ვერ მივიღე ასეთი ტიპის მეორე ამოცანაში ამოცანა:  ორ პატარა უძრავ ბურთულას შორის მანძილი 1მ-ია. ბურთულების მასებია 1გ ხოლო მუხტები 1მკკ ურთიერთგანზიდვის ძალის გავლენით ბურთულები იწყებენ მოძრაობას იპოვეთ მათი მაქსიმალური სიჩქარ........
გამარჯობათ ერთი ამოცანა მაინტერესებს. ორ პატარა ბურთულას შორის მანძილი 1მ-ია. ბურთულების მასებია 1გ და 2გ ხოლო მუხტებია 1მკკ და 3მკკ. ურთიერთგანზიდვის ძალის გავლენით ბურთულები იწყებენ მოძრაობას. გამოთვალეთ მათი მაქსიმალური სიჩქარეები.
გამარჯობათ, მაინტერესებს თუ წრედში გვაქვს რამდენიმე ელემენტი სხვადასხვა ემძ-ებით ამ შემთხვევაში როგორ გავიგო ამ ელემენტების საერთო ემძ(შეიძლება არასწორად ვამბობ). მაგალითად გვაქვს წრედი პარალელურად და მიმდევრობით შეერთებული ელემენტებით რომლებსაც აქვს სხვადასხვა ემძ და შიგა წინაღობა, როგორ გავამარტივო ეს წრედი?
გამარჯობა, ამ ამოცანის ამოხსნაში ხომ ვერ დამეხმარებით? 30გრადუსის მქონე 10სმ. სიგრძის დახრილ სიბრტყეზე მოსრიალებს m მასის, a წიბოს მქონე კუბი და, ასევე, მეორე იმავე დახრის მქონე მეორე სიბრტყეზე მოსრიალებს იმავე მასის, R = a/2 რადიუსის მქონე ცილინდრი. a = 8სმ, m = 2კგ. ხახუნი უმნიშვნელოა. იპოვეთ სხეულის სიჩქარეები დახრილი სიბრტყიდან ჩამოგორების მომენტისათვის. მადლობა წინასწარ
გამარჯობა, გთხოვს დამეხმაროთ ამოხსნაში. მცირე კუთხით დახრილ სიბრტყეზე დევს ძელაკი. ნელ-ნელა ზრდიან დახრის α კუთხეს. როდესაც α აღწევს 30°-ს, ძელაკი იწყებს ჩამოსრიალებას. განსაზღვრეთ ხახუნის კოეფიციენტი ძელაკისა და სიბრტყის ზედაპირებს შორის. 
10 მ/წმ სიჩქარით კუთხით გასროლილი სხეულის სიჩქარის მოდული 0,5 წამში 7 მ/წმ-მდე შემცირდა. იპოვეთ მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლის დრო.
გამარჯობა. იქნებ ამ ამოცანის ამოხსნაში დამეხმაროთ.  ურთიერთმართობული სხივები ჰაერიდან სითხეში გადადის. იპოვე გარდატეხის მაჩვენებელი, თუ ერთი სხივის გარდატეხის კუთხეა 36 გრადუსი, ხოლო მეორე სხვისი გარდატეხის კუთხეა 20 გრადუსი. 
გამარჯობა, გთხოვთ დამეხმაროთ შემდეგი ამოცანის ამოხსნაში: 2 კგ და 6 კგ მასის არადრეკადი სხეული შემხვედრი მიმართულებიტ მოძრაობს, თითოეული 2 მ/წმ სიჩქარით. გამოტვალეთ თითოეული სხეულის სიჩქარის მოდული და მიმართულება დაჯახების შემდეგ. 
გთხოვთ მიპასუხეთ ძალიან მჭირდება .       1ტ მასის მქონე ავტომობილის მაქსიმალური სიმძლავრეა 50კვტ. ოთხივე ბორბალი წამყვანია. ხახუნის კოეფიციენტი გზის საფარსა და საბურავებს შორის არის 0,5. რა მინიმალური დრო სჭირდება ავტომობილის სიჩქარის გაზრდას 0-იდან 15 მ/წმ-მდე? ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით.   მადლობა წინასწარ!!!
მოგესალმებით. თითქოს მარტივი ამოცანაა მაგრამ სადღაც ვუშვებ ალბათ შეცდომას, თუ შეძლებთ, რომ დამეხმაროთ 1,5 ლ. 70 0C - იან წყალში 2 ლ  20 0C წყალი ჩაასხეს. განსაზღვრე ნარევის ტემპერატურა, სითბოს დანაკარგებს მხედველობაში ნუ მიიღებ. ბალანსი სითბური Q+Q=0 პასუხს ვიღებ 41,43...
გამარჯობათ, ამოცანა არის შემდეგი. გამოთვალე 2კგ მაის აირის მოცულობა 10 ხარისხად 5 პა წნევის დროს, თუ მისი მოლეკულების სიჩქარის კვადრატის საშუალო მნიშვნელობა 12x10 მეექვსე ხარისხში. მ2/წმ2
S სიგრძის თოკის ერთი ბოლოთი დამაგრებულია საკიდზე, მეორე ბოლოზე კი M მასის სხეულია მობმული. საკიდი იატაკიდან დაშორებულია H მანძილით                    (H>S). M მასის სხეული H სიმაღლიდან (სხეული თოკის მეორე ბოლოსთანაა) უსაწყისო სიჩქარით ვერტიკალურად ქვევით ეშვეება, რა მაქსიმალური  ძალა აღიძვრება თოკში, როცა სხეული გაივლის S მანძილს და დაჭიმავს თოკს? (თოკი არ არის ელასტიური)
თუ შეგიძილიათ ამოხსნის მეთოდი მაჩვენოთ :) <3  რა მინიმალური ძალაა საჭირო 4.5კგ მასისა და 0.25მ რადიუსიანი ბორბლის ასაგორებლად 0.1მ სიმაღლის საფეხურზე? ძალა მოდებულია ბორბლის ცენტრზე და მიმართულია ჰორიზონტალურად.