შეკითხვის დასასმელად გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია

გამარჯობა. იქნებ ამ ამოცანის ამოხსნაში დამეხმაროთ.  ურთიერთმართობული სხივები ჰაერიდან სითხეში გადადის. იპოვე გარდატეხის მაჩვენებელი, თუ ერთი სხივის გარდატეხის კუთხეა 36 გრადუსი, ხოლო მეორე სხვისი გარდატეხის კუთხეა 20 გრადუსი. 
გამარჯობა, გთხოვთ დამეხმაროთ შემდეგი ამოცანის ამოხსნაში: 2 კგ და 6 კგ მასის არადრეკადი სხეული შემხვედრი მიმართულებიტ მოძრაობს, თითოეული 2 მ/წმ სიჩქარით. გამოტვალეთ თითოეული სხეულის სიჩქარის მოდული და მიმართულება დაჯახების შემდეგ. 
გთხოვთ მიპასუხეთ ძალიან მჭირდება .       1ტ მასის მქონე ავტომობილის მაქსიმალური სიმძლავრეა 50კვტ. ოთხივე ბორბალი წამყვანია. ხახუნის კოეფიციენტი გზის საფარსა და საბურავებს შორის არის 0,5. რა მინიმალური დრო სჭირდება ავტომობილის სიჩქარის გაზრდას 0-იდან 15 მ/წმ-მდე? ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით.   მადლობა წინასწარ!!!
მოგესალმებით. თითქოს მარტივი ამოცანაა მაგრამ სადღაც ვუშვებ ალბათ შეცდომას, თუ შეძლებთ, რომ დამეხმაროთ 1,5 ლ. 70 0C - იან წყალში 2 ლ  20 0C წყალი ჩაასხეს. განსაზღვრე ნარევის ტემპერატურა, სითბოს დანაკარგებს მხედველობაში ნუ მიიღებ. ბალანსი სითბური Q+Q=0 პასუხს ვიღებ 41,43...
გამარჯობათ, ამოცანა არის შემდეგი. გამოთვალე 2კგ მაის აირის მოცულობა 10 ხარისხად 5 პა წნევის დროს, თუ მისი მოლეკულების სიჩქარის კვადრატის საშუალო მნიშვნელობა 12x10 მეექვსე ხარისხში. მ2/წმ2
S სიგრძის თოკის ერთი ბოლოთი დამაგრებულია საკიდზე, მეორე ბოლოზე კი M მასის სხეულია მობმული. საკიდი იატაკიდან დაშორებულია H მანძილით                    (H>S). M მასის სხეული H სიმაღლიდან (სხეული თოკის მეორე ბოლოსთანაა) უსაწყისო სიჩქარით ვერტიკალურად ქვევით ეშვეება, რა მაქსიმალური  ძალა აღიძვრება თოკში, როცა სხეული გაივლის S მანძილს და დაჭიმავს თოკს? (თოკი არ არის ელასტიური)
თუ შეგიძილიათ ამოხსნის მეთოდი მაჩვენოთ :) <3  რა მინიმალური ძალაა საჭირო 4.5კგ მასისა და 0.25მ რადიუსიანი ბორბლის ასაგორებლად 0.1მ სიმაღლის საფეხურზე? ძალა მოდებულია ბორბლის ცენტრზე და მიმართულია ჰორიზონტალურად.
გამარჯობა. ერთი ამოცანა მაინტერესებს: დიდი მრგვალი ოთახის დიამეტრია 20მ, ჭერის სიმაღლე 3,2მ. ცენტრში დგას კუბის ფორმის დიდი სეიფი, რომლის სიმაღლე 3მ. იატაკზე დგას სათამაშო კატაპულტი. მისი მეშვეობით გვინდა შევაგდოთ კენჭი სეიფის სახურავის შუაში ისე, რომ კენჭი ოთახის ჭერს არ შეეხოს. რა მინი მალური სიჩქარეა ამისთვის საჭირო? ოთახის ჭერის რა სიმაღლისთვისაა ეს საერთოდ შესაძლებელი. 
გამარჯობათ, ამოცანა არის შემდეგნაირი: გამოთვალე ტალღის რხევის პერიოდი თუ მისი ტალღის სიგრძე 15მეტრია. მე გამოვთვალე ასე T=ლამბდა/სიჩქარე T=15/3*10მერვე ხარისხში მ/წმ T=45*10მერვე ხარისხში სწორია თუ სულელობა დავწერე?
გამარჯობა! ბურთულა რომლის მასაა 0,1 გრ, 600-იანი კუთხით ეჯახება კედელს 200 მ/წმ სიჩქარით. ჩათვალეთ დაჯახება აბსოლუტურად დრეკადად და განსაზღვრეთ ძალა რომლითაც ბურთულა მოქმედებს კედელზე, თუ დაჯახება გრძელდება 0,01 წამის განმავლობაში.   იქნებ დამეხმაროთ, მადლობა
2019-2020 წლის ეროვნული ოლიმპიადა მე-2 ტურის ფიზიკის 1 ამოცანა მაინტერესებს...  გვაქვს ტოლი მოცულობის 2 ჭურჭელი: ერთი ცილინდრული მეორე კი ნახევარსფერული. ისინი ბოლომდე აავსეს წყლით. განსაზღვრეთ რამდნჯერ განსხვავდება ჭურჭლის ფსკერზე სითხის დაწოლის ძალები. ატმოსფერულ წნევას ნუ გაითვალისწინებთ.
გამარჯობა! გთხოვთ დამეხმაროთ ამ ამოცანის ამოხსნაში. ერთსა და იმავე დროში ერთი მათემატიკური ქანქარა ასრულებს 40 რხევას, მეორე-20-ს. განსაზღვრეთ მათი სიგრძეები თუ ერთი მათგანი 1.5 მეტრით გრძელია მეორეზე
გამარჯობა, რა სიჩქარე უნდა მივანიჭოთ პროტონს უსასრულობაში იმისათვის რომ მიუახლოვდეს a-ნაწილაკს r=10-7მ მანძილზე? მადლობა წინასწარ.
1 წრედში პარალელურად ჩართულია 2,5 ვ-იანი ორი ნათურა. მიღებული შედეგი ჩავინიშნოთ ცხრილში, შემდეგ შევცვალოთ ერთ-ერთი ნათურა, პარალელურად ჩავრთოთ 2,5 ვ-იანი და 6,5 ვ-იანი ნათურები, რომელი ნატურა გაანათებს უკეტ რატომ? 2პარალელურად ჩართულია 2ვტ და 4,5 ვტ სიმძლავრის ორი ნათურა, წრედის ძაბვა არის 4,5 ვოლტი, იპოვეთ რომელ ნათურაში გავა მეტი დენი გამოიტანე დასკვნა?    
გამარჯობა! ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ ამ ამოცანის ამოხსნაში:ჰორიზონტალურ მაგიდაზე ასანთის კოლოფს უბიძგებენ. თუ ბიძგის სიჩქარეა v1, მაშინ კოლოფი გაჩერებამდე 16 სმ-ს გადის. თუ სიჩქარე v2-ია, გავლილი მანძილი 36 სმ-ია. რა მანძილს გაივლის კოლოფი, თუ მას v1+ v2 სიჩქარით ვუბიძგებთ. პასუხი 100სმ, თუმცა მე რამდენჯერაც ვცადე ამოხსნა, სხვა პასუხი მივიღე &&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&&........
ბატონო ოლეგ დიდი ბოდიშის მოხდით იქნებ 2011 წლის მასწავლებელთ გამოცდის  4 ნომრის ამოხსნა დადოთ.წინასწარ მადლობა
გამარჯობა, დახმარება მჭირდება ამ საკითხში: ორი ერთნაირი ზომის ლითონის ბურთულების მუხტებია 6 მკკ და 12 მკკ. ბურთულები შეახეს ერთმანეთს და დააცილეს, რა სიდიდის მუხტები ექნებათ ბურთულებს? წინასწარ დიდი მადლობა
გამარჯობათ ბატონო ოლეგ  მინდა გთხოვოთ მომეხმაროთ ამოცანის ამოხსნაში ,როგორია ნამარხი ნაცრის ასაკი თუ მასში  C-14  შემცველობა დღევანდელის 12,5% ია. T=5730წ. ვიცი აქტივობასთან არის კავშირში A=N\T მაგრამ ბოლომდე ვერ გავერკვიე
40 სმ აქტიური სიგრძის წრფივი გამტარი ერთგვაროვანი მაგნიტური ველის წირების მართობულია. განსაზღვრეთ გამტარზე მოქმედი ამპერის ძალა, თუ დენის ძალა 5 ამპერია და მაგნიტური ველის ინდუქციის მოდული 0.1 ტესლაა
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ ბატარეა შედგება 10 მიმდევრობით შეერთებული ელემენტისაგან. თითოეულის ემძ 10ვ-ია და შიგა წინაღობა 4 ომი. ბატარეა შეერთებულია ელექტროლიტის აბაზანასთან, რომლის წინაღობაა 200ომი. რა მასის თუთია გამოიყოფა ელექტროდზე 6 სთ-ის შემდეგ? თუთიის ელექტროქიმიური ექვივალენტი ტოლია 0,4.10-6 კგ/კ