e-max.it, posizionamento sui motori

ჩვენს გარემომცველ მატერიალურ სამყაროში მიმდინარე ნებისმიერი ფიზიკური მოვლენა ან პროცესი სივრცესა და დროში  მიმდინარე ცვლილებათა კანონზომიერ მკწრივს წარმოადგენს. მექანიკური მოძრაობა, ანუ მოცემული სხეულის (მისი ნაწილის) მდებარეობის ცვლილება სხვა სხეულის მიმართ ფიზიკური პროცესის უმარტივესი მაგალითია. სხეულის მექნიკური მოძრაობის შემსწავლელ ფიზიკის დარგს  მექანიკა ეწოდება. მექანიკის ძირითადი ამოცანაა სხეულის მდებარეობის განსაზღვრა დროის ნებისმიერ მომენტში.

მექნიკის ერთ–ერთი ძირითადი ნაწილი, რომელსაც  კინემატიკა ეწოდება, განიხილავს სხეულის მოძრაობას, მისი გამომწვევი მიზეზების აუხსნელად. კინემატიკა პასუხობს შეკითხვაზე: „როგორ მოძრაობს სხეული?“ მექნიკის მეორე ძირითადი ნაწილია დინამიკა, რომელიც განიხილავს ერთი სხეულის მოქმედებას მეორეზე, როგორც მისი მოძრაობის გამომწვევ მიზეზს. დინამიკა პასუხობს შეკითხვაზე: „რატომ მოძრაობს სხეული მაინცდამაინც ასე და არა სხვანაირად?“

 

მექნიკა ერთ–ერთი ყველაზე ძველი მეცნიერებაა. ამ სფეროს შესახებ ცოდნას ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დიდი ხნის წინათაც ფლობდნენ (არისტოტელე (ძვ.წ IV საუკუნე), არქიმედე (ძვ.წ III საუკუნე)). მაგრამ მექნიკის კანონების ძირეული ფორმულირება მხოლოდ XVII საუკუნეში დაიწყო, როდესაც გ.გალილეიმ ჩამოაყალიბა სიჩქარის განსაზრვრება და თავისუფლად ვარდნილი სხეულის კანონები. რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ ნიუტონმა ჩამოაყალიბა დინამიკის ძირითადი კანონები.

ნიუტონის მექნიკაში სხეულის მოძრაობა განიხილება იმ სიჩქარით, რომელიც გაცილებით ნაკლებია ვაკუუმში სინათლის სიჩქარეზე. მას ეწოდება კლასიკური ან ნიუტონის მექნიკა,  რელატივისტური მექნიკისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად ა.აინშტაინის შრომების საფუძველზე შეიქმნა.

რელატივისტურ მექანიკაში სხეულის მოძრაობა განიხილება სინათლის სხივის სიჩქარესთან (ვაკუუმში) მახლობელი სიჩქარეების შემთხვევაში. კლასიკური მექანიკა არის რელატივისტური მექანიკის კონკრეტული შემთხვევა υ << c შემთხვევისთვის.