Αριστοτέλης, (ძვ. წ. 384 ― ძვ. წ. 322) — ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსი და მეცნიერი, მეცნიერ-ენციკლოპედისტი.
პლატონის მოსწავლე, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი ძვ. წ. 343-დან, ძვ. წ. 335 ათენში დააარსა ლიცეუმი (ლიკეიონი), რომელიც ცნობილია პერიპატეტიკური სკოლის სახელით. მისი ნაშრომები მოიცავს მრავალ თემას, მათ შორისაა: ფიზიკა, მეტაფიზიკა, პოეზია, თეატრი, მუსიკა, ლოგიკა, რიტორიკა, ლინგვისტიკა, პოლიტიკა, მმართველობა, ეთიკა, ბიოლოგია და ზოოლოგია.[საჭიროებს წყაროს მითითებას] პლატონთან და სოკრატესთან (პლატონის მასწავლებელთან) ერთად წარმოადგენს თანამედროვე ფილოსოფიის დასავლური სკოლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამფუძნებელს. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ არისტოტელე გაეცალა ანტიმაკედონურ მოძრაობას, გადასახლდა ვებეაზე ქ. ქალკიდაში, სადაც მალე გარდაიცვალა. არისტოტელეს ნაშრომთა სრული კრებული ბერძნულად გამოსცა ალდუს მანუციუსმა ვენეციაში 1491-1498. უახლესია მ. ბეკერის გამოცემა 1831-1870. არისტოტელეს ნაშრომთა ციტირება მიღებულია ამ გამოცემის მიხედვით. ფორმალური ლოგიკის შემქმნელი.