Galileo Galilei (15.02.1564 — 8.01.1642), იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი, სამეცნიერო რევოლუციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, პოეტი, ფილოლოგი და კრიტიკოსი.
მის მიღწევათა შორისაა ტელესკოპის გაუმჯობესება, რიგი ასტრონომიული დაკვირვებებისა, ნიუტონის პირველი და მეორე კანონები. მას ხშირად თანამედროვე ასტრონომიის მამად მოიხსენიებენ, ისევე როგორც თანამედროვე ფიზიკისა და მეცნიერების მამად. მისი ექსპერიმენტალური ნაშრომები ფართოდ აღიარებულია, ფრენსის ბეკონის შრომებთან ერთად, თანამედროვე მეცნიერული მეთოდის ფუძემდებლად. გალილეოს კარიერა თან ხვდება იოჰანეს კეპლერისას.
გალილეოს ნამუშევრები მნიშვნელოვანი გადახვევა იყო არისტოტელეს ნააზრევისგან. ამასთან ერთად მისი კონფლიქტი კათოლიკურ ეკლესიასთან განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ადრეული მაგალითი ავტორიტეტთან კონფლიქტისა და აზროვნების თავისუფლებისა, განსაკუთრებით მეცნიერების დარგში, დასავლურ საზოგადოებაში.