Sir James Chadwick, (20.10.1891 – 24.07.1974) - ინგლისელი ფიზიკოსი, 1935 წ. მიენიჭა ნობელის პრემია 1932წ. ნეიტრონის აღმოჩენისათვის cost of viagra. მუშაობდა ჯაჭვური რეაქციის პრობლემების შესწავლაზე, ერთ-ერთმა პირველმა გამოთვალა ურან-235-ის კრიტიკული მასა. 1941 წ. ურანის დეტონაციის სამხედრო გამოყენებისთვის მის მიერ დაწერილმა მოხსენებამ აშშ-ს უბიძგა სერიოზული ძალისხმევა დაეწყო ატომური ბომბის შესაქმნელად სამეცნიერო კვლევებისთვის.
Anders Celsius (27 ნოემბერი 1701 – 25 აპრილი 1744) შვედი ასტრონომი და ფიზიკოსი, სტოკჰოლმის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.1730 წლიდან უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი. მონაწილეობდა ე.წ. ლაპლანდიის ექსპედიციაში 1736-37წლებში (ხელმძღვანელი ფრანგი მეცნიერი პ. მოპერტიუი), რომელმაც ფინეთში მერიდიანული გაზომვები ჩაატარა. ცელსიუსმა უფსალაში ობსერვატორია ააგო და 1740 წლიდან დირექტორი გახდა. ცელსიუსის შრომები ეხება ასტრნომიის,გეოფიზიკის და ფიზიკის საკითხებს. 1742 წელს გამოიგონატემპერატურული სკალა.
Lester Halbert Germer (ოქტომბერი 10, 1896 – ოქტომბერი 3, 1971) ამერიკელი ფიზიკოსი. კ.დევისონთან ერთად ცნობილ დევისონ-ჯერმერის ცდაში აღმოაჩინა ელექტრონების დიფრაქცია, რაც დე ბროილის ჰიპოთეზის დამადასტურებელი შეიქნა. იგი ასევე მუსაობდა თერმოდინამიკაში, მეტალების ეროზიაში და კონტაქტურ ფიზიკაში.
Sir James Hopwood Jeans (11 სექტემბერი1877 – 16 სექტემბერი 1946) ინგლისელი ფიზიკოსი, ასტრონომი და მათემატიკოსი.
მის სახელს უკავშირდება: რელეი-ჯინსის კანონი, ჯინსის მასა, ჯინსის სიგრძე.
James Prescott Joule; (24 დეკემბერი, 1818 — 11 ოქტომბერი), ინგლისელი ფიზიკოსი. იყო ლუდსახარში ქარხნის მფლობელი მანჩესტერის მახლობლად. დიდი წვლილი შეიტანა ელექტრომაგნეტიზმისა და სითბური მოვლენების გამოკვლევაში, დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში, ენერგიის შენახვის კანონის ჩამოყალიბებაში. დაადგინა (1841; გამოაქვეყნა 1843), რომ ლითონის გამტარში ელექტრული დენის გავლისას გამოყოფილი სითბოს რაოდენობა პროპორციულია გამტარის ელექტრული წინაღობისა და დენის ძალის კვადრატისა (ჯოულ-ლენცის კანონი). 1843-1850 ჯოულმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ სითბოს მიღება შეიძლება მექანიკური ენერგიის ხარჯზე და განსაზღვრა სითბოს მექანიკური ეკვივალენტი. 1851 სითბო განიხილა როგორც ნაწილაკების უწესრიგო მოძრაობა და თეორიულად განსაზღვრა ზოგიერთი აირის თბოტევადობა. ტომსონი, ლორდ კელვინი უილიამ|უ. ტომსონთან ერთად ცდით დაადგინა, რომ აირის ნელი სტაციონარული ადიაბატური გადინებისას ფოროვან ტიხარში მისი ტემპი იცვლება (ჯოულ-ტომსონის ეფექტი). აღმოაჩინა მაგნიტური გაჯერების მოვლენა ფერომაგნეტის დამაგნიტებისას.
სწორედ ჯ.პ.ჯოულის სახელი ეწოდა ფიზიკის ერთ-ერთი ძირითადი სიდიდის - ენერგიის (მუშაობის) ერთეულს ერთეულთა საერთაშორისო (SI) სისტემაში
