e-max.it, posizionamento sui motori

სხეულის დეფორმაციისას აღიძვრება ძალა, რომელიც  სხეულის ფორმისა და ზომების აღდგენას ცდილობს. ეს ძალა ნივთიერების ატომებისა და მოლეკულების ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების შედეგად აღიძვრება. მას დრეკადობის ძალას უწოდებენ.
დრეკადობის უმარტივესი სახე გაჭიმვისა და შეკუმშვის დეფორმაციაა. (ნახ. 1)


ნახ. 1. გაჭიმვისა (x > 0) და შეკუმშვის (x < 0) დეფორმაცია. შინაგანი ძალა

მცირე დეფორმაციებისთვის (|x| << l) დრეკადობის ძალა სხეულის დეფორმაციის პროპორციულია და დეფორმაციის დროს სხეულის ნაწილაკების გადაადგილების საპირისპიროდაა მიმართული:


 Fდრ = –kx.

ეს ტოლობა ექსპერიმენტულად დადგენილ ჰუკის კანონს გამოსახავს. k  კოეფიციენტს სხეულის სიხისტე ეწოდება. სი სისტემაში სიხისტე იზომება ნიუტონი მეტრებში (ნ/მ). სიხისტის კოეფიციენტი სხეულის ფორმაზე, ზომებზე და აგრეთვე, სხეულის მასალაზეა დამოკიდებული. ფიზიკაში, გაჭიმვისა და შეკუმშვის  დეფორმაციისთვის  ჰუკის კანონის ჩაწერა სხვანაირადაა მიღებული. ფარდობას ε = x / l ფარდობითი დეფორმაცია ეწოფება, ხოლო ფარდობა σ = F / S = –Fდრ / S, სადაც S – დეფორმირებული სხეულის განივი კვეთაა, დაძაბულობა ეწოდება. მაშინ ჰუკის კანონი შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: ფარდობითი დეფორმაცია დაძაბულობის პროპორციულია:



E კოეფიციენტს იუნგის მოდული ეწოდება. იუნგის მოდული მხოლოდ მასალის თვისებებზეა დამოკიდებული და არაა დამოკიდებული სხეულის ფორმასა და ზომებზე. სხვადასხვა მასალისათვის იუნგის მოდული ფართო დიაპანზონში იცვლება. მაგალითად,  ფოლადისათვის E ≈ 2·1011 ნ/მ2, რეზინისათვის E ≈ 2·106 ნ/მ2, ე.ი. ხუთი რიგითაა მეტი.
ჰუკის კანონი შეიძლება უფრო რთული დეფორმაციებისათვის განზოგადდეს. მაგალითად, ღუნვის დეფორმაციისათვის დრეკადი ძალა ორ საყრდენზე ბოლოებით დადებული ღეროს ჩაღუნვის პროპორციულია.


ნახ. 2. ღუნვის დეფორმაცის. 

საყრდენის (ან საკიდის) მხრიდან სხეულზე დრეკად  ძალას საყრდენის რეაქციის ძალა ეწოდება. სხეულების შეხებისას რეაქციის ძალა მიმართულია შეხების ზედაპირის პერპენდიკულარულად. ამიტომ მას ხშირად ნორმალირ წნევას უწოდებენ. თუ სხეული ჰორიზონტულ უძრავ მაგიდაზე ძევს, საყრდენის რეაქციის ძალა ვერტიკალურად ზევითაა მიმართული და სიმძიმის ძალას აწონასწორებს:   ძალას  რომლითაც სხეული მოქმედებს მაგიდაზე, სხეულის წონას უწოდებენ.
ტექნიკაში ხშირად გამოიყენაბა სპირალური ზამბარები (ნახ. 3). ზამბარის გაჭიმვისა და შეკუმშვის დროს აღიძვრება ჰუკის კანონზე დამორჩილებილი დრეკადობის ძალები. კოეფიციენტს ზამბარის სიხისტეს უწოდებენ. ჰუკის კანონის სამართლიანობის, ფარგლებში ზამბარას შეუძლია სიგრძე მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ამიტომ, მათ ხშირად ძალის გასაზომად იყენებენ. ზამბარას, რომლის გაჭიმულობა ძალის ერთეულებშია დაგრადუირებული, დინამომეტრი ეწოდება. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ზამბარის გაჭიმვის და შეკუმშვის დროს მის ხვეულებში აღიძვრება გრეხვის და ღუნვის დეფორმაციები.


ნახ. 3. ზამბარის გაჭიმვის დეფორმაცია.  

ზამბარისა და ზოგიერთი ელასტიური მასალისაგან (რეზინა) განსხვავებით, სხვა ღეროების (ან მავთულების) გაჭიმვა და შეკუმშვა ჰუკის წრფივ კანონს, მხოლოდ ძალიან ვიწრო ინტერვალში, ემორჩილება. მასალისთვის ფარდობითი დეფორმაცია ε = x / l  არ უნდა აღემატებოდეს 1 %–ს. დიდი დეფორმაციებისას  შეუქცევადი მოვლენები, დენადობა და მასალის რღვევა წარმოიქმნება.