Thomas Young (13.06.1773 – 10.05.1829) ინგლისელი ფიზიკოსი, მექანიკოსი, ასტრონომი, ექიმი და აღმოსავლეთმცოდნე. შეტანილი აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო წვლილი მხედველობის, სინათლის, მყარი ტანის მექანიკის, ენერგიის, ფიზიოლოგიის, ენათმეცნიერების, მუსიკალური ჰარმონიისა და ეგვიპტოლოგიის დარგებში. მის სამეცსანიერო მიღწებევს შორის ყველაზე ღირსშენიშნავი არის სინათლის ტალღური თეორიის შექმნა. სერიოზული ნაშრომები მიუძღვნა დრეკადობის შესწშ. ავლას. მის მიერ არის შემოღებული ე.წ. იუნგის მოდული, რომელიც დრკადობის რაოდენობრივი მახასიათებელია სხეულების შეკუმშვისას ან გაჭიმვისას.