Menu
  • მთავარი
  • სახელმძღვანელო
      • თეორია
      • კონსპექტი
          • ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
      • ტერმინები
      • ზოგადი ფიზიკა
  • საინტერესო
  • ფიზიკოსები
  • კითხვა–პასუხი
  • საიტის შესახებ

ზედაპირული დაჭიმულობის კოეფიციენტი

ფიზიკური სიდიდე, რომელიც ტოლია გარეშე ძალების მიერ სითხის ზედაპირის ფართობის შემცირებისთვის შესრულებული მუშაობის ფართობის ამ ცვლილებასთან ფარდობისა  მუდმივი ტემპერატურის დროს: \(\dpi{100} \sigma =\frac{A}{\Delta S}\). დამოკიდებულია სითხის გვარობაზე და ტემპერატურაზე. შეიძლება შეიცვალოს ზედაპირაქტიური ნივთიერებების მოქმედებით (მაგ. საპონი).

ზიარი ჭურჭრელი

ჭურჭლები, რომლებიც ქვედა ნაწილებით ერთმანეთთან არიან მიერთებულნი. ჭურჭლების ფორმის მიუხედავად ერთგვაროვანი სითხე ზიარიჭურჭლის ჭურჭლებში ერთ დონეზე დგება (როცა კაპილარობის უგულებელყოფა შეიძლება).

თავისუფალი ვარდნა

იხ. სხეულთა ვარდნა.

თავისუფალი ვარდნის აჩქარება

აჩქარება, რომელსაც თავისუფალ მატერიალურ წერტილს სიმძიმის ძალა ანიჭებს. დამოკიდებულია ადგილის გეოგრაფიულ განედზე და ზღვის დონიდან სხეულის სიმაღლეზე. მისი სტანდარტული (ნორმალური) მნიშვნელობაა g= 9,80665 მ/წმ2.

თავისუფალი მუხტები

 - 1. ჭარბი ელექტრული მუხტები, რომელიც გადაეცემა გამტარ სხეულს და იწვევენ მისი ელექტრონეიტრალობის დარღვევას. 2. დამუხტული ნაწილაკები, რომლებსაც ელექტრული ველის გავლენით შეუძლიათ გადაადგილდნენ მაკროსკოპულ მანძილებზე.

  1. თავისუფალი რხევა
  2. თანაბარაჩქარებული მოძრაობა
  3. თანაბარი მოძრაობა
  4. თანაბარი წრფივი მოძრაობა

Page 38 of 103

  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • 37
  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • 42

კითხვა–პასუხი


შეგაღონეთ :/ მაგრამ არ შემიძლია არ გკითხოთ... მეოთხე წელია ჩემი პედაგოგი ამბობს რომ:მყარ სხეულში ელექტროსტატიკური მიზიდვის ძალები ჭარბობს განზიდვისას, სითხეში ტოლია და აირში მიზიდვის ნაკლებია გან........
მაგიდაზე დევს m და 3m მასის ორი სხეული. ხახუნის კოეფიციენტი m მასის სხეულსა და მაგიდას შორის არის µ, ხოლო 3m მასის სხეულსა და მაგიდას შორის კი 2µ. მაგიდა აამოძრავეს ჰორიზონტალური მიმა........
გვაქვს ერთი და იმავე მასის რამოდენიმე სპილენძის გამტარი.როგორაა მოცემულ პირობებში დამოკიდებული გამტარის წინაღობა მის L სიგრძეზე.
გასასვლელი გზის მეოთხედი მატარებელმა გაიარა 60 კმ/სთ სიჩქარით.რა სიჩქარით უვლია მატარებელს გზის დარჩენილ ნაწილზე,თუ საშუალო სიჩქარე მთელ გზაზე 40 კმ/სთ-ია? ეს ვერ გავიგე როგორ ამოვხსნა. მემგონი მოცემუ........
 
 

Back to Top

© 2026 PHYSICS