შეკითხვა:

რამდენი ელექტრონი ამოიტყორცნება დიოდის კათოდიდან ყოველ წამში,თუ მაქსიმალური ანოდური დენის ძალა 40 ამპერის ტოლია?

პასუხი:

მოცემულია \(I=40\)ა და \(t=1\)წმ. უნდა ვიპოვოთ \(n\).

როგორც ვიცით:

\(I=\frac{q}{t}\Rightarrow q=It;\: n=\frac{q}{e}=\frac{It}{e}=\frac{40\cdot 1}{1,6\cdot 10^{-19}}=25\cdot 10^{19}\)