შეკითხვა: | როგორ ფიქრობთ,შეგვიძლია თუ არა დავამზადოთ ისეთი სფერო,რომლის ელექტროტევადობა 1 ფარადი იქნება? რატომ? |
---|---|
პასუხი: | სფეროს ელექტროტევადობა მხოლოდ მის გეომეტრიულ ზომაზე(რადიუსზე) არის დამოკიდებული და თუ შენ წინასწარ გადაიკითხავდი წინა კითხვების პასუხებს, ამოიკითხავდი, რომ გამტარი სფეროს ელექტროტევადობა ვაკუუმში განისაზღვრება ფორმულით : C = R/k ----->> R = Ck და რადგანაც SI სისტემაში შენი სფეროს ტევადობა C = 1 ფ და ელექტრული მუდმივა კი k = 9•109 ნ.მ2/კ2 , ამიტომ R = 9•109 მ = 9 000 000 კმ და ახლა შენ თვითონ გადაწყვიტე თუ რამდენად შესაძლებელია ამ ზომის სფეროს დამზადება ( ჩვენში დარჩეს და დედამიწის რადიუსი ხომ არ გახსოვს?) |