შეკითხვა:

საღამო მშვიდობისა. ასეთ კითხვას გადავაწყდი: შეიძლება თუ არა იმის მტკიცება, რომ სხეულის მოცულობა ტოლია მისი შემადგენელი მოლეკულების მოცულობათა ჯამისა. პასუხი დაასაბუთე.

პასუხი:

სხეულის მოცულობა არის ნივთიერების ფიზიკური მდგომარეობის დამახასიათებელი. ზოგარად ის დამოკიდებულია ნივთიერების რაოდენობაზე (მასაზე), წნევაზე, სიმკვრივეზე და ტემპერატურაზე. მოლეკულების ჯამი ცალსახად განსაზღვრავს მხოლოდ ნივთიერების მასას. ერთი და იმავე რაოდენობის ნივთიერება (მოლეკულათა რიცხვი) შეიძლება იკავებდეს სხვადასხვა მოცულობას. თვით ყველაზე მკვრივ სხეულებში, კრისტალებში მოლეკულებს შორის არის მცირე ცარიელი ადგილები. 

ასე, რომ კითხვაზე პასუხი უარყოფითია.