შეკითხვა: | 1)თანაბარაჩქარენულად მოძრავ ურიკაზე დამაგრებულია მათემატიკური ქანქარა,რომელიც ასრულებს მცირე რხევებს T პერიოდით.როცა ურიკა გაჩერებულია ან მოძრაობს თანაბრად,მისი პერიოდია T1.განსაზღვრეთ ურიკის აჩქარება და წონასწორობის მდებარეობა 2)ბატონო ოლეგ ამ ვიდეოშI ქანქარის "ქცევას" როგორ ახსნით ? https://www.youtube.com/watch?v=YBEgyyBpkPY |
---|---|
პასუხი: | 1) ადრე მოგწერე, რომ დაგეჯერებინა და გაგერჩია ვიდეოპასუხი მათემატიკური ქანქარას თაობაზედ , სადაც ბოლო ნაწილში გარჩეულია მსგავსი და მათ შორის შენი საკითხიც .... სადღაც 13-14-15 გვერდზე მოძებნე მსგავსი ამოცანა , როდესაც ურიკა გორავს გაღმართზე და მასში დაკიდებულია ქანქარა. შენს ამოცანაში მითითებული უნდა იყოს მოძრაობის მიმართულება(წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხს ვერ გადაჭრი)..... ალბათ იგულისხმება ჰორიზონტალური მიმართულება. T და T1 პერიოდების დახმარებით დაადგენ ფორმულაში გამოყენებულ a აჩქარებას და მისი გამოყენებით კი პითაგორას თეორემით დაადგენ საკიდელის( ანუ ურიკის) aსაკ აჩქარებას. ნახაზით შეგიძლია გადახრის კუთხის დადგენაც.... მოკლედ იწვალე და თუ რამეს ვერ გაიგებ, მომწერე....
2) ინგლისურთან მწყრალად ვარ... არ ვიცი რაზეა საუბარი |