Menu
მთავარი
სახელმძღვანელო
თეორია
კონსპექტი
ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
ტერმინები
ზოგადი ფიზიკა
საინტერესო
ფიზიკოსები
კითხვა–პასუხი
საიტის შესახებ
შეკითხვის დასასმელად გთხოვთ,
შეხვიდეთ სისტემაში
ან
გაიაროთ რეგისტრაცია
...
25
26
27
28
29
...
31
32
33
გაელვების დროს რატომ წარმოიქმნება სინათლე და ხმა? რა პროცესი მიმდინარეობს იქნებ ამიხსნათ..
გამარჯობათ.ასეთი ზოგადი ამოცანაა:იპოვეთ რამდენჯერ ძლიერია 2 პროტონს შორის ელექტროსტატიკური განზიდვის ძალა გრავიტაციულ მიზიდვასთან შედარებით?
რა ნივთიერებებისგან შედგება ფოტონი და სად სშეიძლება ფოტონის მოპოვება ?
ზიარჭურჭელში რომლის მუხლის განივკვეთის ფართობებია S1 და S2 ასხია p1 და p2 სიმკვრივის სითხეები.სითხეები წონასწორობაშია.რას უდრის გამყოფი დონის ზევით მუხლებში მყოფი სითხეების მასების შეფარდება m1/m2?ძალიან მჭირდებაა...........
ჰორიზონტალურ რელსებზე უხახუნოდ მიგორავს ურიკა რომელშიც ზის ბიჭი გარკვეული დროის შემდეგ ბიჭი გადმოხტა ურიკიდან. ურიკის სიჩქარე გაიზრდება, უცვლელი დარჩება თუ შემცირდება ამის შედეგად?
შეგაღონეთ :/ მაგრამ არ შემიძლია არ გკითხოთ... მეოთხე წელია ჩემი პედაგოგი ამბობს რომ:მყარ სხეულში ელექტროსტატიკური მიზიდვის ძალები ჭარბობს განზიდვისას, სითხეში ტოლია და აირში მიზიდვის ნაკლებია განზიდვაზე...------> წინაზე მითხარით რომ არასწორიაო... მაპატიეთ მაგრამ იქნებ კარგად ჩააკვირდეთ-იქნებ სწორია.... და თუ არასწორია, სწორი რა იქნება? მადლობა...
გამარჯობათ ბატონო ოლეგ, ნათურა ყველაზე ხშირად რატომ იწვება ანთების დროს?
1) მთის ძირში ბარომეტრი აჩვენებს 98642 პა-ს, მწვერვალზე - 90317 პა-ს. ამ მონაცემებით განსაზღვრეთ მთის სიმაღლე. 2)ცილინდრულ ჭურჭელში ერთი და იმავე მოცულობის ვერცხლისწყალი, წყალი და ნავთია. განსაზღვრეთ წნევა ჭურჭლის ფსკერზე, თუ ნავთის ზედაპირი ფსკერიდან 20 სმ სიმაღლეზეა. როგორ ამოვხსნა ეს ამოცანები? მადლობა წინასწარ
გამარჯობათ, მაინტერესებს ორი ამოცანა სითბური მოვლენებიდან. 1. 30°C ტემპერატურის რა მასის ფოლადის გადნობას შევძლებთ, თუ 3ტ ქვანახშირს დავწვავთ ღუმელში, რომლის მქკ η=60%-ია? 2. c კუთრი სითბოტევადობის ლითონის ბურთულა h(1) სიმაღლიდან ჩამოვარდა და უფრო ნაკლებ h(2) სიმაღლეე ახტა. განსაზღვრეთ ბურთულის ტემპერატურის ნაზრდი, თუ შინაგან ენერგიად გარდაქმნილი პოტენციური ენერგიის ნახევარი ბურთულის შინაგანი ენერგიის გაზრდაზე დაიხარჯა. წინასწარ მადლობა.
სხეული თავისუფლად ვარდება დედამიწის ზედაპირზე უსაწყისო სიჩქარით h სიმაღლიდან. რისი ტოლი იქნება სხეულის კინეტიკური ენერგიის შეფარდება პოტენციურ ენერგიასთან (Eკინ/Eპოტ) h/3 სიმაღლეზე? ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით. ნულოვან დონედ დედამიწის ზედაპირი მიიჩნიეთ.
600გ მასისა და 100C ტემპერატურის წყალს ათბობენ კოლბით სპირტქურაზე, რომლის მქ კოეფიციენტი 35%-ია.. რამდენ ხანში ადუღდება წყალი და მისი რა რაოდენობა აორთქლდება თითოეულ წამში, თუ 1 წუთში 2გ სპირტი იწვია? კოლბის სითბოტევადობაა 10ჯ/K.
ორი, ტოლი სიჩქარით მოძრავი, ერთნაირი ბურთულა ერთმანეთს დაეჯახა 120 გრადუსი კუთხით და შეეწება. საწყისი მექანიკური ენერგიის რა ნაწილი გარდაიქმნა შინაგან ენერგიად?
გაუგებრობა მოხდა. დავალება მქონდა მოცემული რომ სხეულის საწყისი სიჩქარე იყო 2მ/წმ საბოლოო 6 მ/წმ და აჩქარება საითაა მიმართულიო. მე ამ დროს ერთმანეთის ქვეშ ვხაზავ და ვარკვევ აჩქარების მიმართულებას აი ასე: მერე ვიფიქრე, საწყისი სიჩქარე რომ 2ის ტოლი იყოს ღერძის მიმართულებით და მერე საპირისპირო მხარეს გააგრძელოს მოძრაობა 6მ/წმ-ით მაშინ როგორი იქნებოდა აჩქარების მიმართულებამეთქი.-------->პირველი დავალება როგორი პრინციპითაც შევასრულე, ისე შეგიძლიათ დამიხაზოთ და ჩემი პირობის მიხედვით ამო........
მე მაინტერესებს აქ სწორია თუ არა სიჩქარის ცვლილების-აჩქარების მიმართულება და ზომა, მადლობა წინასწარ
ბატონო ოლეგ, პაწაწინა შეკითხვები მაქვს თქვენთან:1. ეს მე დავხაზე და აჩქარება სწორია(მიმართულება და სიდიდე)?? 2.წინააღმდეგობის ძალა სხეულის სიჩქარეზე როგორაა დამოკიდებული??(ჩემი აზრით რაც მეტია სიჩქარე მით ნაკლებია წინააღმდეგობა) 3.მყარ სხეულში ელექტროსტატიკური მიზიდვის ძალები ჭარბობს განზიდვისას, სითხეში ტოლია და აირში მიზიდვის ნაკლებია განზიდვაზე----სწორია?? პ.ს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ^_^ :დდ
ისევ ეს ამოცანა:ჰორიზონტისადმი რა კუთხითაა დახრილი მზის სხივები თუ წყალში ამ სხივების გარდატეხის კუთხეა 600----> ჯერ პირველი რაც მინდა გკითხოთ: n=1.33- ეს იმიტომ რომ ჰაერის გარდატეხის მაჩვენებელი≈1 ხომ?? ვგულისხმობ: Sin / Sin =n2/n1 სადაც n1(ჰაერის)=1. და მეორე ... Sin = n •Sin რომ გამოვთვალე, Sin=1,15.... და სინუსი 1ზე მეტი ხომ ვერ იქნება და ანუ შეცდომაა ხომ? წიგნში 2ჯერ წერია ეს ამოცანა და ორივეგან პასუხებში წერია რომ დახრის........
ძაალიან გთხოვთ დამეხმარეთ : 1. ჰორიზონტისადმი რა კუთხითაა დახრილი მზის სხივები თუ წყალში ამ სხივების გარდატეხის კუთხეა 600. 2. როგორი ოპტიკური ძალის სათვალე მჭირდება თუ 25სმ-ის მაგივრად 50სმ-ზე ვკითხულობ წიგნს კარგად.(+4დპტრ??) მადლობა წინასწარ
გამარჯობათ ბატონო ოლეგ! თქვენ პასუხებს ვკითხულობ ხოლმე და იმის გამო რომ ნამდვილად პროფესიონალი ბრძანდებით, მეც უნდა შეგაწუხოთ ხოლმე(წინასწარ დიდი მადლობა) :)) ორ ელექტრულ სპირალში გადის ერთნაირი დენი, ერთი მოთავსებულია ჰორიზონტალურად, მეორე შვეულად. რომელი უფრო მეტად გახურდებაო.. პასუხშია შვეული. მე ასე ვიფიქრე, შვეული ცოტა გაიჭიმება და სიმძიმის ცენტრი დაბლა დაიწევს, შესაბამისად პოტენციური ენერგია შემცირდება. მაშინ შინაგანმა ენერგიამ(შესაბამისად ტემპერატურამ) უნდა მოიმატო........
ერთ კონკრეტულ მაგალითზე ამიხსენით როგორ უნდა გამოვთვალო ორი განსხვავებული სიმკვრივის სითხის საზღვარზე მოტივტივე სხეულის სიმკვრივე.ან სხეულისა რომელიც ამ ორი სითხის ნარევშია ჩაძირული.....
გამარჯობათ ბატონო ოლეგ გთხოვთ აგვიხსნათ შემდეგი, როგორ და რატომ იჭერს წონასწორობას მოძრავი ველოსიპედი (2 თვლიანი), ხოლო უძრავი ვერა? რაზეა დამოკიდებული არწაქცევის მინიმალური სიჩქარე?
ძიება
მოძებნე!
Log in
Register
Login to your account
ჯერ არ გაქვს ანგარიში?
დარეგისტრირდი ახლა!
Sign in using your account with:
Username *
პაროლი *
დამიმახსოვრე
დაგავიყდა შენი პაროლი?
დაგავიყდა შე?ნი მომხმარებლის სახელი?
Create an account
Sign in using your account with:
ასტერიწსით (*) მონიშნული ველების შევსება აუცილებელია.
Name
*
Username
*
Password
*
Confirm Password
*
Email Address
*
Confirm Email Address
*
Captcha
*
Register
კითხვა–პასუხი
ჰორიზონტალურ ზედაპირზე V სიჩქარით მოძრავი 3m მასის პლასტილინის ბურთულა შეეჯახა m მასის უძრავ ბურთულას და შეეწება მას. რისი ტოლია ბურთულების სიჩქარე შეჯახების შემდეგ? ://
მოგესალმებით ბატონო ოლეგ, დიდი მადლობა დახმარებისათვის. კიდევ ასეთი ამოცანის ამოხსნა მაინტერესებს სხეულის იმპულსი დროის მიხედვით SI სისტემის ერთეულებში იცვლება ასეთი კანონით: p=7t+5. გამოთვალეთ ........
l სიგრძის ერთგვაროვანი ბაგირი თანაბრად იყო გადაკიდებული ლურსმანზე.ბაგირის ერთი ბოლო დაბლა დასწიეს და ხელი გაუშვეს.ბაგირმა დაიწყო მოძრაობა. რა სიჩქარე ექნება ბაგირს ლურსმნიდან მთლიანად ჩამოსრიალებ........
ისევ შლაგბაუმის ამოცანაზე: გედენიზის მე-9 კლ ამოც. კრებულში 3.28 ამოცანაა, კომაროვის გედენიძის კრებულში 508 ამოცანა. პირობა ერთნაირია პასუხი კი 72 წმ წერია. ამიტომაც მინდოდა თქვენი დახმარება. &n........