შეკითხვის დასასმელად გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია

გამარჯობა. ეს ამოცანა ამომიხსენით  გთხოვთ: ველოსიპედისტი აღმართში 18 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, ხოლო დაღმართში - 36 კმ/სთ სიჩქარით. განსაზღვრეთ მისი საშუალო სიჩქარე მთელ გზაზე, თუ აღმართის სიგრძე 2-ჯერ მეტია აღმართის სიგრძეზე. წინასწარ დიდი მადლობა <3
გამარჯობა. ისევ მე:) გთხოვთ მითხრათ როგორ აღმოაჩინა კულონმა ელექტროსტატიკის ძირითადი კანონი? მადლობა ძაან დიდი წინასწარ <3 
რა სიდიდის ელექტრული ძალა მოქმედებს ღრუბლებს შორის,რომელთა მუხტები: q1=5 კულონი. q2=20 კულონი. R=1/ კმ. აუუუ გთხოვთ ამოხსენიიით. დიდი მადლობა წინასწარ <3
გაამარჯობა <3 გთხოვთ დამეხმარეთ <3 ფიზიკაში მაქვს დავალება <3 აი ამოცანა ხვალისთვის მჭირდება <3 ასროლილმა ბურთმა 4მ სიმაღლეს მიაღწია და საწყის დონემდე დაეშვა.განსაზღვრეთ ბურთის კოორდინატები საწყის,შუა და საბოლოო წერტილებში.კოორდინატთა სათავედ მიიღეთ ასროლის წერტილებში.კოორდინატთა სათავედ მიიღეთ ასროლის წერტილი.ღერძის დადებითი მიმართულება აირჩიეთ : ა)შვეულად ბ)შვეულად ქვევით <3 წინასწარ მადლობა
http://physics.aidio.net/index.php/kitxva-pasuxi?view=question&id=447  yvela pasuxi ixsneba am amocanis pasuxis garda da mainc da mainc eseni mchirdeba. ratomaa asee? :/
გამარჯობა, გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ტოლგვერდა სმკუთხედის წვეროებში დამაგრებულია მოდულით ტოლი მუხტის მქონე მცირე ზომის ბურთულები.  ორ მათგანს შორის მოქმედი ძალაა F. უარყოფითად დამუხტული ბურთულა გაათავისუფლეს. განსაზღვრეთ ამ ბურთულას მიერ შეძენილი მაქსიმალური კინეტიკური ენერგია მოძრაობის პროცესში.
გამარჯობათ, ბატონო ოლეგ დამეხმარეთ X ღერძზე მოძრავი სხეულის კორდინატი დროზე შემდეგნაირადაა დამოკიდებული: X(t)=9-6t+t2  კითხვა: დროის რა მომენტში უბრუნდება სხეული საწყის მდებარეობას? წინასწარ გიხდით მადლობას!
მოგესალმებით,  იდელურმა ერთატომიანმა აირმა იზოთერმულად გაფართოებისას 15 ჯ მუშაობა შეასრულა. რამდენით შემცირდა აირის შინაგანი ენერგია?
მოგესალმებით,  ბატონო ოლეგ, გთხოვთ დამეხმაროთ ამოცანის ამოხსნაში CD ბრტყელი სარკიდან რომელ უშორეს წერტილში უნდა მოვათავსოთ სინათლის წყარო, რომ სარკიდან არეკვლილმა სხივებმა მთლიანად გაანათოს AB უბანი?
გამარჯობათ,  ასეთი ამოცანის ამოხსნა მაინტერესებს ორ ბურთულას ერთდროულად ისვრიან გარკვეული სიმაღლიდან ერთს ვერტიკალურად ქვევით 3მ/წმ სიჩქარით. ხოლო მეორეს ვერტიკალურად ზევით 4მ/წმ სიჩქარით, იპოვეთ მანძილი ბურთულებს შორის 5წმ-ის შემდეგ.
განსაზღვრეთ 2 ტ მასის ტრაქტორის ძრავას მიერ თანაბარი მოძრაობისას შესრულებული მუშაობა 2 კმ მანძილზე, თუ ხახუნის კოეფიციენტი 0,1-ია 
გამარჯობა. მოკლედ მოვკვდი იმდენი ვწერე ამ ამოცანაზე მაგრამ ვერა და ვერ ამოვხსენი :/  2მ-ით დაშორებული დამუხტული ბურთულები განიზიდებიან 1ნ ძალით. ბურთულების საერთო მუხტი 5*10-10  კულონია. განსაზღვრეთ როგორ არის ბურთების მუხტები განაწილებული :3  ოღონდ ამოხსნაც მინდა :/ 
ქანქარა 1წუთსა და 40 წამში შეასრულა 50 რხევა,ვიპოვოთ რხევის პერიოდი და სიხშირე
საღამო მშვიდობისა. ასეთ კითხვას გადავაწყდი: შეიძლება თუ არა იმის მტკიცება, რომ სხეულის მოცულობა ტოლია მისი შემადგენელი მოლეკულების მოცულობათა ჯამისა. პასუხი დაასაბუთე.
გამარჯობა, კითხვა მაქვს თემიდან: გამტართა მიმდევრობითი შეერთება. მოცემულია ორი R1 და  R2 რეზისტორის (წინაღობის) მიმიდევრობითი შეერთება. ერთნაირია თუ არა ძაბვა პირველი და მეორე რეზისტორის ბოლოებზე? რატომ? ერთნაირია თუ არა წინაღობა პირველ და მეორე უბნებზე? რატომ? თქვენი დახმარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ეს საგანი მართლა მაინტერესებს. მადლობა!
ესე ამოვხსენი პატივცემულო გთხოვთ, რომ შემიმოწმოთ.https://s15.postimg.org/3vl0ta4vv/untitled.jpg
100 კგ მასისა და 2 მ სიგრძის მიწაზე დაგდებული ღეროს ვერტიკალურ მდგომარეობაში დასაყენებლად რა მუშაობის შესრულებაა საჭირო. მადლობას გიხდით წინა კითხვის პასუხისთვის. 
R-რადიუსიანი სფერო უძრავად ძევს დედამიწაზე.სფეროს უმაღლესი წერტილიდან იწყებს სრიალს უძრაობის მდგომარეობაში მყოფი სხეული,რომლის ზომები გაცილებით ნაკლებია სფეროს ზომაზე.დედამიწის ზედაპირიდან რა H სიმაღლეზე მოწყდება სხეული სფეროს ?
შეგიძლიათ ამიხსნათ რას ნიშნავს ზამბარის სიხისტე (k) და მითხრათ მისი გამოსათვლელი ფორმულა?
გამარჯობა. ამოცანა ასეთია: გაზქურაზე დადეს ჩაიდანი, რომელშიც ასხია 10 გრადუსი ცელსისუსი ტემპერატურის 2 ლ წყალი. ჩაიდნის C=100 ჯ/c. გაზქურის მ.ქ.კ 60%. რა მასის ბუნებრივი აირი დაიხარჯება წყლის დუღილის ტემპერატურამდე გასათბობაად და მთლიანად ასაორთქლებლად? ბ-ნ ოლეგ ასე ამოვხსენი ეს ამოცანა და ძალიან გთხოვთ შემიმოწმოთ: 0,6q(აირი)m(აირი)=c(წყალი)m(წყალი)(100-10)+r(ორთქლი)m(წყალი). ეს მე-2 ამოცანა(ვერ ამოვხსენი) რა დროს მოანდომებს 4,5 კვტ სიმძლავრის ამწე 8 მ ფსკერიდან 624 კგ ლითონის სხეუის ამოტა........