e-max.it, posizionamento sui motori

ხახუნი – სხეულების ურთიერთქმედების ერთ–ერთი სახეა. იგი ორი სხეულის შეხებისას აღიძვრება. ურთიერთქმედების სხვა სახეების მსგავსად, ხახუნი ნიუტონის მესამე კანონს ექვემდებარება: თუ ერთ–ერთ სხეულზე მოქმედებს ხახუნის ძალა, მოდულით ისეთივე და საწინააღმდეგოდ მიმართული ძალა მოქმედებს მეორე სხეულზეც. ხახუნის ძალებს, დრეკადობის ძალების მსგავსად, ელექტრომაგნიტური ბუნება აქვთ. ისინი შეხებაში მყოფი სხეულების ატომებისა და მოლეკულების ურთიერთქმედების შედეგად აღიძვრებიან.
თუ ორ მყარ სხეულს შორის სითხის ან გაზის ფენა არაა.  მათი შეხებისას აღძრულ ძალებს მშრალი ხახუნის ძალები ეწოდება, ისინი ყოველთვის მიმართული არიან შემხები ზედაპირების მხების გასწვრივ.
მშრალ ხახუნს, რომელიც აღიძვრება სხეულების ფარდობითი უძრაობის დროს, უძრაობის ხახუნი ეწოდება. უძრაობის ხახუნის ძალა სიდიდით ყოველთვის გარე ძალის ტოლია და საწინააღმდეგო მხარესაა მიმართული (ნახ. 1).

 


ნახ. 1. უძრაობის ხახუნის ძალა.  (v = 0). 

უძრაობის ხახუნის ძალა არ შეიძლება აღემატებოდეს რაღაც მაქსიმალურ მნიშვნელობას  (Fხახ)max. თუ გარე ძალა მეტია (Fხახ)max–ზე, წარმოიქმნება ფარდობითი გაცურება. ხახუნის ძალას ამ შემთხვევაში სრიალის ხახუნის ძალას უწოდებენ. იგი ყოველთვის მოძრაობის საწინააღმდეგოდაა მიმართული და ზოგადად სხეულის ფარდობით სიჩქარეზეა დამოკიდებული. მაგრამ, ბევრ შემთხვევაში მიახლოებითი განხილვისას, სრიალის ხახუნის ძალა შეიძლება ჩაითვალოს სხეულის ფარდობით სიჩქარეზე დამოკიდებულად და უძრაობის ხახუნის ძალის მაქსიმალური მნიშვნელობის  (Fხახ)max ტოლად. მშრალი ხახუნის ძალის ეს მოდელი გამოიყენება მრავალი მარტივი ფიზიკური ამოცანის ამოხსნისას (ნახ. 2).

 


ნახ. 2. მშრალი ხახუნის რეალირი (1) და იდეალური (2) მახასიათებლები

დაკვირვება უჩვენებს, რომ სრიალის ხახუნის ძალა სხეულის საყრდენზე ნორნალური წნევის პროპორციულია, და აქედან გამომდინარე საყრდენის რექაციის ძალა – ისაც.


Fხახ. = (Fხახ.)max = μN


μ პროპორციულობის კოეფიციენტს სრიალის ხახუნის კოეფიციენტი ეწოდება.
ხახუნის μ კოეფიციენტს განზომილება არ აქვს. ჩვეულიბრივ ხახუნის  კოეფიციენტი ერთზე ნაკლები სიდიდეა. ის შეხებაში მყოფი სხეულიბის მასალაზე  და ზედაპირი დამუშავების ხარისხზეა დამოკიდებული.

სრიალისას ხახუნის ძალა  შემხები ზედაპირის მხების გასწვრივაა მიმართული, ფარდობუთი სიჩქარის საპირისპიროდ. (ნახ. 3).


ნახ. 3. ხახუნის ძალა სრიალისას (v ≠ 0).  – საყრდენის რეაქციის ძალა,  – სხეული წონა, 

სითხეში ან აირში მყარი სხეულის მოძრაობისას აღიძვრება სველი (ბლანტი)ხახუნის ძალა. სველი ხახუნის ძალა გაცილებით ნაკლებია მშრალი ხახუნის ძალაზე. ისიც ფარდობითი სიჩქარის საპირისპიროდაა მიმართული.  სველი ხახუნისას უძრაობის ხახუნს ადგილი არ აქვს.
სველი ხახუნის ძალა დიდადაა დამოკიდებული სხეულის სიჩქარეზე. საკმარისად მცირე სიჩქარეებისათვის Fხახ. ~ v, დიდი სიჩქარეებისათვის კი  Fხახ ~ v2. ამასთან პროპორციულობის კოეფიციენტი ამ დამოკიდებულობებში სხეულის ფორმაზეა დამოკიდებული.
ხახუნის ძალა აღიძვრება სხეულის ქანაობისასაც. მაგრამ ქანაობის ხახუნის ძალა, ჩვეულებრივ, ძალიან მცირეა. უბრალო ამოცანების ამოხსნისას ამ ძალებს უგულვებელყოფენ.