2000 წლის დეკემბერში მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებრიობამ აღნიშნა ახალი მეცნიერების - ქვანტური ფიზიკის - ასი წლის იუბილე და ახალი ფუნდამენტური ფიზიკური კონსტანტის - პლანკის მუდმივის აღმოჩენა. ამაში დამსახურება გამოჩენილ გერმანელ ფიზიკოსს მაქს პლანკს მიუძღვის. მან შესძლო გადაეჭრა გახურებული სხეულების მიერ გამოსხივებული სინათლის სპექტრული განაწილების პრობლემა, რომლის წინაშეც კლასიკური ფიზიკა უძლური აღმოჩნდა. პლანკმა პირველმა გამოთქვა, კლასიკურ ფიზიკასთან შეუთავსებელი, ჰიპოთეზა ოსცილატორის (რხევითი სისტემის) ენერგიის დაქვანტვის შესახებ. სწორედ ამ ჰოპოთეზამ, რომელის შემდგომში მრავალი ცნიბილი ფიზიკოსის შრომით განვითარდა, მისცა ბიძგი ძველი ტარდიციების გადახედვისა და მსხვრევის პროცესს, რაც ქვანტური ფიზიკის შექმნით დასრულდა.