ოპტიკური ქვანტური გენერატორი - ოპტიკურ დიაპაზონში ელექტრომაგნიტური გამოსხივების ქვანტური გენერატორი. ახდენს მონოქრომატული ისეთი კოჰერენტული ელექტრომაგნიტური გამოსხივების გენერირებას, რომელსაც ქვს ვიწრო მიმართება და მნიშვნელოვანი კუთრი სიმძლავრე. გამოიყენება ოპტიკურ ლოკაციაში, მყარი და ძნელადდნობადი მასალების დამუშავებისას, ქირურგიაში, სპექტროსკოპიასა და ჰოლოგრაფიაში, პლაზმის გაცხელებაში. შეადარე მაზერს.