- მატერიის უმარტივესი სტრუქტურული ელემენტები, რომლებზეც ამჟამინდელი მდგომარეობით არ შეიძლება ითქვას, რომ ისინი წარმოადგენენ სხვა ნაწილაკების მარტივ ნაერთს. ყოველ ელემენტარულ ნაწილაკს (გარდა “ჭეშმარიტად ნეიტრალური” ფოტონისა და ზოგიერთი მეზონისა) შეესაბამება თავისი ანტინაწილაკი. ნაწილაკი-ანტინაწილაკის ურთიერთქმედება იწვევს მათ ანიჰილაციას. ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთქმედებების შესწავლისას განსაკუთრებულ როლს თამაშობს შენახვის კანონები.