- მონოქრომატული კოერენტული ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყარო, რომლის მოქმედება ეფუძნება იძულებითი გამოსხივების მოვლენის გამოყენებას. ქვანტური გენერატორის გამოსხივება ხასიათდება მაღალი მონოქრომატულობით, კოჰერენტულობით, ვიწრო მიმართვით და მნიშვნელოვანი სიმძლავრით. დიაპაზონის მიხედვით ასხვავებენ ქვანტური გენერატორის ორ ტიპს: ლაზერი და მაზერი.