- ყველა შესაძლო სიბრტყეში მერხევი და ყოველ ამ სიბრტყეში ერთნაირი რხევის ინტენსივობის მქონე არაკოჰერენტული სინათლის ტალღების ერთობლიობა. ბუნებრივ სინათლეს პრაქტიკულად ყველა ბუნებრივი სინათლის წყარო ასხივებს, რადგანაც ისინი შედგებიან მრავალი სხვადსხვანაირად ორიენტირებული გამოსხივების ცენტრებისაგან (ატომები, მოლეკულები), რომლების ასხივებენ სინათლის ტალღებს, რომელთა ფაზა და რხევის სიბრთტყე შეიძლება ღებულობდეს ყველა შესაძლო მნიშვნელობებს. იხ. აგრეთვე სინათლის პოლარიზაცია, კოჰერენტულობა.