- ნივთიერების გარდატეხის აბსოლუტური მაჩვენებლის სინათლის სიხშირეზე დამოკიდებულება. არჩევენ: ნორმალურ დიპერსიას, როცა სიხშირის გაზრდით სინათლის ტალღის სიჩქარე კლებულობს და ანომალური დისპერსია, როცა ტალღის სიჩქარე იზრდება. სინათლის დისპერსიის შედეგად თეთრი სინათლის ვიწრო კონა, მინის ან სხვა გამჭვირვალე ნივთიერების, პრიზმაში გავლისას დისპერსიულ სპექტრად იშლება და ეკრანზე ცისარტყელას ზოლს იძლევა.