წანაცვლების დეფორმაციისას ძალის ვექტორი F მიმართულია ნიმუშის მხების გასწვრივ. Δxl ფარდობითი დეფორმაციასა და FS​ დაძაბულობას შორის, მცირე დეფორმაციების დროს არის შემდეგი კავშირი

Δxl=1GFS.

ამ თანფარდობაში პროპორციულობის G კოეფიციენტს წანაცვლების მოდულს უწოდებენ. წანაცვლების მოდული მყარი მასალის უმრავლესობისათვის 2-3-ჯერ ნაკლებია იუნგის მოდულზე. მაგალითად, სპილენძისათვის E = 1,1·1011 ნ/მ2,  G = 0,42·1011 ნ/მ2. უნდა გვახსოვდეს, რომ თხევადი და აირადი ნივთიერებისთვის წანაცვლების მოდული ნულის ტოლია.