- ელექტროლიზის ძირითადი კანონი. ფარადეის პირველი კანონი:  ელექტრული დენის გავლისას ელექტროდზე გამოყოფილი ნივთიერების მასა ელექტროლიტში გავლილი მუხტის პირდაპირპროპორციულია. ფარადეის მეორე კანონი: ელექტროლიტში ერთნაირი მუხტის გავლისას ელექტროდებზე გამოყოფილი სხვადასხვა ნივთიერებების მასების ფარდობა მათი ქიმიური ექვივალენტების ფარდობის ტოლია.  დადგენილია ფარადეის მიერ  1833-34 წწ.