ელექტრული დაძაბულობა - სკალარული სიდიდე, რომელიც ტოლია გარე და კულონური ძალების ჯამური ველის მიერ წრედის უბანზე მუხტის გადაადგილებისას შესრულებული მუშაობის ფარდობისა ამ მუხტის სიდიდესთან: \(U=\frac{A}{q}\). SI-ში ერთეულია ვოლტი. შეადარე ელექტრომამოძრავებელი ძალა, პოტენციალთა სხვაობა.