– მოვლენათა ერთობლიობა, რომელიც ელექტრულ დენებს, ელექტრულ დენებსა და მაგნიტებს შორის, მაგნიტებს შორის ურთიერთქმედებასთანაა დაკავშირებული.  ნივთიერებაში მიმდინარე ყველა ფიზიკუ-ქიმიურ პროცესებში ვლინდება. განსაზღვრავს ძირითად ასტროფიზიკურ და გეომაგნიტურ მოვლენებს (აფეთქებებს მზეზე, მაგნიტურ ქარიშხლებს, რადიოკავშირის დარღვევებს და ა.შ.).