- ელექტრომაგნიტური მოწყობილობა, რომელიც სიხშირის შეცვლისა და პრაქტიკულად, სიმძლავრის დანაკარგის გარეშე, გარდაქმნის რაიმე ძაბვის ცვლად ელექტრულ დენს სხვა ძაბვის ცვლად ელექტრულ დენად. უმარტივესი ელექტრული ტრანსფორმატორი შედგება რკინის გულარისა და ორი - პირველადი და მეორადი ხვიარებისაგან. ხვიარებში ძაბვების ფარდობა ტოლია მათში ხვიების რიცხვის ფარდობებისა. მოქმედება დამყარებულია ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენაზე.