- წესი, რომელიც განსაზღვრავს ელექტრომაგნიტური ინდუქციის დროს აღძრული დენების მიმართულებას. ლენცის წესი არის ენერგიის შენახვის კანონის შედეგი. ლენცის წესის თანახმად ინდუქტიურ დენს ყოველთვის აქვს ისეთი მიმართულება, რომ მისი საკუთარი მაგნიტური ველი ყოველთვის ეწინააღმდეგება ინდუქტიური დენის გამომწვევ გარეშე მაგნიტური ველის ცვლილებას.