- წესი, რომელიც განსაზღვრავს იმ ძალის მიმართულებას, რომელიც მოქმედებს მაგნიტურ ველში მყოფ დენიან გამტარზე (ან მოძრავ დამუხტულ ნაწილაკზე). ამ კანონის თანახმად: თუ მარცხენა ხელს დავიჭერთ ისე, რომ გაშლილი თითები უჩვენებენ დენის მიმართულებას (ნაწილაკის სიჩქარის მიმართულებას), ხოლო მაგნიტური ველის ძალწირები (მაგნიტური ინდუქციის წირები) შედიან ხელის გულში, მაშინ გაშლილი ცერი მიუთითებს გამტარზე (მოძრავ დადებითად დამუხტულ ნაწილაკზე, უარყოფითი მუხტის შემთხვევაში ძალა მიმართული იქნება საპირისპიროდ) მოქმედი ძალის მიმართულებას.