- ელექტროდინამიკის ძირითადი კანონი, რომელიც გამოხატავს ორი უძრავი წერტილოვანი მუხტის ურთიერთქმედების ძალის დამოკიდებულებას მათ შორის მანძილზე: ორი უძრავი წერტილოვანი მუხტი ურთიერქმედებს ძალით, რომელიც პირდაპირპროპორციულია მათი მუხტების მნიშვნელობების ნამრავლისა და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატისა და იმ გარემოს დიელექტრიკული შეღწევადობისა, რომელშიც მოთავსებულია ეს მუხტები. SI სისტემაში აქვს სახე: \(\dpi{100} F=k\frac{q_{1}q_{2}}{\varepsilon r^{2}}=\frac{1}{4\pi \varepsilon \varepsilon _{0}}\frac{q_{1}q_{2}}{r^{2}}\). სიდიდე \(k=9\cdot 10^{^{9}}\)ნ·მ2/კგ2 რიცხობრივად ტოლია ძალისა, რომელიც მოქმედებს ვაკუუმში მოთავსებულ, ერთმანეთისგან 1 მეტრით დაშორებულ ორ უძრავ წერტილოვან თითო კულონიან მუხტს შორის. კულონის კანონი ელექტროდინამიკის ერთერთი ექსპერიმენტული დასაბუთებაა.