– ნივთიერებაში (დიამაგნიტში) დამაგნიტების წარმოქმნის მოვლენა, რომელსაც გარე მაგნიტური ველის შემხვედრი მიმართულება გააჩნია.   გარე მაგნიტური ველის ზემოქმედებით ატომების ელექტრულ გარსში დამატებითი დიპოლური მაგნიტური მომენტის ინდუცირებითაა გამოწვეული და თავს იჩენს იმ შემთხვევაში, როცა ატომებს, მოლეკულებს ან იონებს საკუთარი მარეზულტირებელი მაგნიტური მომენტები არ გააჩნიათ. ახასიათებს ყველა ნივთიერებას, მაგრამ ხშირად უფრო ძლიერი ეფექტებითაა გადაფარული (იხ., პარამაგნიტიზმი და ფერომაგნიტიზმი).