სითხეებისა და გაზების წნევის გამზომი ხელსაწყო. ასხვავებენ: აბსოლუტური ტემპერატურის გამზომ მანომეტრს, რომელიც ნულიდან იწყებს ათვლას და მანომეტრს ჭარბი წნევის გასაზომად (სხვაობა აბსოლუტურ და ატმოსფერულ წნევებს შორის). არსებობს სითხიანი, დგუშიანი, დეფორმაციული და ზამბარიანი მანომეტრები მოქმედების პრინციპისგან გამომდინარე.