სპეციალურ დანადგარებში ან ქიმიური რეაქციებისას ორთქლისგან, ხსნარისგან, ნადნობისგან კრისტალების წარმოქმნის პროცესი. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბუნებაში( მაგ., მინერალების წარმოქმნა) და ტექნიკაში (ნახევარგამტარული და ოპტიკური მასალების მიღება, თხელაპკიანი საფარის დადება და სხვ.). სასკოლო კურსში ხშირად გამოიყენება სინონიმი გამყარება ანუ დნობის საპირისპირო პროცესი.