ერთ-ერთი ნივთიერების აგრეგატულ მდგომარეობათაგანი, რომელშიც მისი ნაწილაკები სუსტად უკავშირდებიან ერთმანეთს მოლეკულური მიზიდულობებით და მოძრაობენ ქაოტურად, ავსებენ რა მთელ შესაძლო მოცულობას, ამიტომ აირები არიან ადვილად კუმშვადნი, აქროლადნი. აირის თვისებების აღსაწერად გამოიყენება რეალობასთან სხვადასხვა ხარისხით მიახლოებული მოდელები. ასე მაგალითად, მცირე სიმკვრივეების დროს აირი პარქტიკულად შეიძლება ჩაითვალოს იდეალურ აირად.