სხეულის ენერგია, რომელიც მხოლოდ მის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული; შედგება ატომების, მოლეკულებისა და სხვა ნაწილაკების უწესრიგო (სითბური) მოძრაობის ენერგიისგან და შიანაგანი და მოლეკულათაშორისი მოძრაობებისა და ურთიერთქმედებების ენერგიებისგან. (იხ. თერმოდინამიკის პირველი კანონი). მოლეკულურ-კინეტიკურ თეორიაში შინაგანი ნაწილაკების მოძრაობისა და ურთიერთქმედებების ენერგიებს არ ითვალისწინებენ.