ძალა, რომელიც მატერიალურ წერტილს ანიჭებს ნორმალურ (ცენტრისკენულ) აჩქარებას. \(F=\frac{mv^{2}}{R}\),  სადაც m - მატერიალური წერტილის მასაა, V - მისი სიჩქარე, R - ტრაექტორიის სიმრუდის რადიუსი. მიმართულია ტრაექტორიის სიმრუდის ცენტრისკენ. ცენტისკენულის როლი შეიძლება შეასრულოს ცენტრალურმა ძალებმა (რომელთა სიდიდე მანძილის კვადრატის პროპორციულია), ლორენცის ძალამ, ასევე რამდენიმე ძალის ტოლქმედმა.