სხეულების თვისება აღიდგინონ ფორმა და მოცულობა (მყარი სხეულები), ან მხოლოდ მოცულობა (თხევადი და აირადი სხეულები) დეფორმაციის გამომწვევი ძალების ან სხვა მიზეზების შეწყვეტის შემდეგ. მყარი სხეულების დრეკადი დეფორმაციისას სამართლიანია ჰუკის კანონი. განპირობებულია სხეულის ნაწილაკების ურთიერთქმედებებითა და სითბური მოძრაობით.