ვექტორული სიდიდე, რომელიც გამოიყენება მყარი სხეულის ბრუნვითი მოძრაობის აღსაწერად და მიმართულია ბრუნვის ღერძის მიმართულებით, მარჯვენა ბურღის წესის მიხედვით. კუთხური სიჩქარე ტოლია რადიუს-ვექტორის იმ დროის შუალედთან ფარდობის ზღვრისა, რომელშიც მოხდა ეს შემობრუნება, ამ უკანასკნელის უსასრულოდ შემცირებისას. წერტილის წრეწირზე თანაბარი მოძრაობისას – ფიზიკური სიდიდე, რომელიც რადიუს-ვექტორის შემობრუნების კუთხის შესაბამის დროის შუალედთან ფარდობის ტოლია. SI-ში ერთეულია - რად/წმ.