1) გარე ხახუნი - მექანიკური ურთიერთქმედება მყარ სხეულებს შორის, რომელიც წარმოიქმნება მათი ურთიერთშეხების ადგილებში და ხელს უშლის სხეულების ფარდობით გადაადგილებას იმ მიმართულებით, რომელიც მათი შეხების სიბრტყეში ძევს. ასხვავებენ უძრაობის, სრიალის და ქანაობის ხახუნს. იხ. ხახუნის ძალა, უძრაობის ხახუნის ძალა; 

2) შინაგანი ხახუნი - პროცესების ერთობლიობა, რომლებიც მიმდინარეობს მყარ, თხევად და აირად სხეულებში მათი დეფორმაციისას, რასაც მექანიკური ენერგიის შეუქცევად გაბნევამდე მივყევართ, ანუ მისი გარდაქმნა ხდება შინაგან ენერგიად. შინაგან ხახუნს სითხეებთი და აირებში სიბლანტე ეწოდება.