ძალა, რომელიც მოქმედებს მოცემულ სხეულზე მასთან შეხებაში მყოფი სხვა სხეულის შეხების ზედაპირის გასწვრივ მაშინ, როცა სხეულები უძრავია ერთმანეთის მიმართ. უძრაობის ხახუნის ძალა მოდულით ტოლია და მიმართულებით საპირისპირო ძალისა, რომელიც მოდებულია სხეულზე მისი სხვა სხეულთან შემხები ზედაპირის პარალელურად.