მყარი სხეულის მოძრაობის ერთ-ერთი უმარტივესი სახე, რომლის დროსაც მყარი სხეულის ორი ნებისმიერი წერტილის შემაერთებელი მონაკვეთი, საკუთარი თავის პარალელურად გადაადგილდება. ამასთან მყარი სხეულის ყველა წერტილი შემოწერს ერთნაირ ტრაექტორიებს და დროის ყოველ მომენტში აქვთ ერთნაირი სიჩქარეები და აჩქარებები.